ტიმ ბარტონი უენსდეი ადამსზე სერიალს გადაიღებს

Photo Credits to Netflix

უნიკალური ესთეტიკით გამორჩეული საკულტო რეჟისორი ტიმ ბარტონი ნეტფლიქსისთვის სერიალ „უენსდეის“ გადაიღებს. სერიალი ადამსების ოჯახის უკვე ზრდასრულ წევრს, უენსდეისა და ნევერმორის აკადემიაში მის თავგადასავლებს შეეხება. „უენსდეი“ ბარტონის სატელევიზიო დებიუტი იქნება.

ბარტონთან ერთად სერიალზე „ადამიანი ობობასა“ და „სმოლვილის“ სცენარისტები, ალფრედ გოფი და მაილს მილარი იმუშავებენ. „უენსდეის“ სიუჟეტური ხაზი გამოძიების გარშემო განვითარდება. მთავარ დეტექტივად ტელემაყურებელს, ცხადია, თავად ადამსი მოევლინება. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეასრულებს სერიალში მთავარ როლს.

უენსდეი ადამსი პირველად ნიუ-იორკერის 1938 წლის კომიქსში გამოჩნდა. სერიის ყველაზე ცნობილ, 1991 წლის ეკრანიზაციაში მისი როლი ქრისტინა რიჩიმ შეასრულა.