ციფრული ხელოვნებისა და დიზაინის პროექტი თიმლაბი(TeamLab) მალე ლეგენდარულ იაპონურ ბაღებს სახელოვნებო ინსტალაციებად გარდაქმნის. კრეატიულმა ფირმამ უკვე გამოაქვეყნა სურათები, სადაც ასახულია პარკის ინსტალაცია, რომელიც დამთვალიერებლებს აჩვენებს, როგორ შეიძლება ბუნება ხელოვნებად გადაიქცეს.

თიმლაბი პროექტში იყენებს მისთვის დამახასიათებელ კრეატიულ ტექნიკებს და წარმოაჩენს, რომ ხელოვნებას შეუძლია ინტერაქცია გარემო სამყაროსთან შესანიშნავი გზებით.
კაირაკუს ბაღი (kairakuen garden) იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბაღია, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში შეიქმნა. უფრო მეტიც, მოცემული ბაღი კორაკუ და კენროკუ ბაღებთან ერთად იაპონიის სამ ყველაზე მნიშვნელოვან პარკში მოიაზრება. სამივე პარკი იმგვარადაა დაპროექტებული, რომ საერთო დიზაინსა და სულს იზიარებდეს, მაგალითად, თითოეული ბაღის ცენტრში მოთავსებულია პატარა ტბა, გუბურა, რომელიც ერთგვარად მის გულს წარმოადგენს.

თიმლაბის ინტერაქციული ინსტალაცია წარმოაჩენს, რომ ხელოვნება მხოლოდ ხელს უწყობს გამოცდილების გაძლიერებასა და გამრავალფეროვნებას. ინსტალაცია ამავე დროს გამოიყენებს ბაღში არსებულ უამრავ უნიკალურ ხეს, ძირითადი აქცენტი გაზაფხულის პერიოდში ხეების ყვავილობაზეა. ეს განსაკუთრებით რელევანტურია, რადგანაც დროის პერიოდი უდიდეს როლს თამაშობს ინსტალაციის ხასიათში.

თიმლაბის უმთავრეს მიზანია წარმოაჩინოს, როგორ შეიძლება ბუნება გარდაიქმნას ხელოვნებად და კიდევ უფრო საინტერესო გახადოს ხელოვნების აღქმა. როგორც თიმლაბი უთითებს, ადამიანებს აღქმა მხოლოდ მათი ცხოვრების პერიოდის განმავლობაში შეუძლიათ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს ზღვარი ადამიანთა მიერ დროის განგრძობადობის გააზრებასთან დაკავშირებით. ბუნების ფორმები ბაღში იქმნებოდა წლების განმავლობაში ადამიანებისა და ბუნების ინტერაქციის ფონზე. ბუნების ამ ფორმებში კი ადამიანს აქვთ შესაძლებლობა აღიქვან დროის გრძელი პერიოდის გავლენა.