ედგარ რაითი სტივენ კინგის „მორბენალის“ ეკრანიზაციას გადაიღებს

Photo Credits to Getty Images

ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი ედგარ რაითი სტივენ კინგის 1981 წლის რომანის, „მორბენალის“, ეკრანიზაციას გადაიღებს. პროექტის იდეა რეჟისორმა ჯერ კიდევ 2017 წელს გააჟღერა.

ფილმის სცენარზე, რაითთან ერთად, მაიკლ ბექალი იმუშავებს. მათთვის ეს პირველი კოლაბორაცია არ იქნება – სწორედ ამ დუეტს ეკუთვნის საკულტო ფილმის „სკოტ პილგრიმი სამყაროს წინააღმდეგ“ სცენარი. კინგის “მორბენალში” სიუჟეტი ბენ რიჩარდსის გარშემო ვითარდება, რომელიც გეიმ-შოუში მონაწილეობს და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, რათა „მონადირეებს“ დაემალოს და სიცოცხლე შეინარჩუნოს.

რაითის ნამუშევარი „მორბენალის“ პირველი ეკრანიზაცია არ იქნება. არნოლდ შვარცნეგერის მონაწილეობით იმავე სახელწოდების ფილმი 1987 წელს გამოვიდა. ამჟამინდელი ინფორმაციით, რაითის ეკრანიზაცია წიგნის სიუჟეტს ძველ ფილმზე მეტად დაეყრდნობა.