ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს, გამოირჩეოდეს თვითმყოფადი არქიტექტურით. ამ მიზნის მიღწევაში მათ ხშირად სწორედ სხვადასხვა ეპოქაში აგებული საკათედრო ტაძრები ეხმარება. ეს ყოველივე კი ტურისტებისთვის განსაკუთრებით მომხიბვლელია. თორმეტი წარმოგიდგენთ 12 გამორჩეულ ტაძარს მსოფლიოს მასშტაბით.
NOTRE DAME CATHEDRAL DE REIMS IN REIMS, FRANCE

ტაძარი მეხუთე საუკუნეში აშენდა, მართალია, საფრანგეთი ამ პერიოდში არ იყო ერთიანი ქვეყანა, აღნიშნული ტაძარი მაინც ამ კულტურას მიეკუთვნება. თანამედროვე შტრიხები ტაძარს მე-13 საუკუნეში დაამატეს.
THE DUOMO DI MILANO IN MILAN, SPAIN

1386 წელს ანტონი და სალუზომ მილანში ამ საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ტაძარი 600 წლის განმავლობაში შენდებოდა და საბოლოოდ ის 1965 წელს დაასრულეს.
METROPOLITAN CATHEDRAL OF BRASÍLIA, IN BRASÍLIA, BRAZIL

ტაძრის მშენებლობა 1958 წელს დაიწყო და 1970 წელს დასრულდა. ის თანამედროვე სტილში აშენებულია ოსკარ ნიემერის და ხოაკინ კარდოზოს მიერ.
SEVILLE CATHEDRAL, IN SEVILLE, SPAIN

ტაძარი UNESCO-ს დაცული ძეგლების სიაშია. ის ყველაზე დიდი გოთური სტილის ეკლესიაა, რომელიც ოდესმე აუშენებიათ. სევილიაში ამ ნაგებობის მშენებლობა მე-15 საუკუნეში დაიწყეს.
PAUL’S CATHEDRAL IN LONDON, ENGLAND

კრისტოფერ ვრენმა ამ ეკლესიის მშენებლობა 1669 წელს დაიწყო, ეს ყოველივე მეთვრამეტე საუკუნის ოციან წლებამდე გაგრძელდა. ტაძარი მეორე მსოფლიო ომსაც გადაურჩა.
MEXICO CITY METROPOLITAN CATHEDRAL IN MEXICO CITY, MEXICO

ეკლესია იმ დროით თარიღდება, როდესაც ესპანელებმა აცტეკებზე გაილაშქრეს. მისი მშენებლობა მე-16 საუკუნეში დაიწყო და 250 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა.
CATHEDRAL-BASILICA OF NOTRE-DAME DE QUÉBEC IN QUEBEC CITY, CANADA

ეკლესია მე-17 საუკუნეში ააგეს, თუმცა 7 წლიანი ომის შემდეგ ის დაზიანდა. მე-18 საუკუნეში ტაძარი კვლავ აღადგინეს და მე-19 საუკუნეში მის ფასადშიც შეიტანეს ცვლილებები.
WINCHESTER CATHEDRAL IN HAMPSHIRE, ENGLAND

ტაძარი მე-11 საუკუნეში აშენდა და ბრიტანეთის ისტორიაში უდიდესი როლი აქვს. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკლესიაა ინგლისის მასშტაბით და, ამავდროულად, ტურისტების საყვარელი ლოკაცია.
CATHEDRAL SAINT ALEXANDER NEVSKY IN SOFIA, BULGARIA

ტაძრის მშენებლობა 1882 წელს დაიწყეს და 1912 წელს დასრულდა. ის ალექსანდრე ნეველის სახელს ატარებს. ეკლესიაში დაცულია ბულგარეთის ხელოვნების ეროვნული გალერეის ნამუშევრები.
WASHINGTON NATIONAL CATHEDRAL IN WASHINGTON, DC, USA

ვაშინგტონში მდებარე ტაძარი თანამედროვე სტილით გამოირჩევა, ის მე-20 საუკუნეში აშენდა. როგორც ამბობენ, არქიტექტორისთვის ინსპირაციის წყარო Notre Dame de Paris იყო და ეს ვიზუალურადაც შესამჩნევია.
COLOGNE CATHEDRAL IN COLOGNE, GERMANY

მსოფლიოს დაცული ძეგლების სიაში ამ კათედრალსაც იპოვით. მისი მშენებლობა 1248 წელს დაიწყო და 1880 წელს დასრულდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ტაძარი ძალიან დაზიანდა, თუმცა ის მალევე აღადგინეს.
PAPAL BASILICA OF SAINT PETER IN THE VATICAN, VATICAN CITY

ვატიკანში მდებარე ტაძრის მშენებლობა მე-16 საუკუნეში დაიწყეს. ის მიქელანჯელოს დიზაინის მიხედვით არის შექმნილი.