
ამერიკული ტელეარხი Nickelodeon და Paramount+ „ავატარის სტუდიას“ ქმნიან. სტუდიას „ავატარის“ შემქმნელები, მაიკლ დიმარტინო და ბრაინ კონიეცკო, უხელმძღვანელებენ და ავატარის სამყაროს შესახებ რამდენიმე ფილმსა და სერიალს გადაიღებენ.
„სტუდია [მაიკისა და ბრაიანის] შექმნილ პერსონაჟებსა და სამყაროს უფრო ახლოდან გაგვაცნობს. ნამუშევრები სხვადასხვა ფორმატით გამოვა,“ – განაცხადა CBS Kids-ის პრეზიდენტმა, ბრაიან რობინსმა. „ავატარის სტუდიის“ პირველ ანიმაციურ ფილმზე მუშაობა წლის ბოლომდე დაიწყება.
„ავატარი : ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი“ Nickelodeon-ზე 2005-2008 წლებში გადიოდა და ემისა და ფიბოდის ჯილდოები აქვს მოგებული. სერიალის მიხედვით რამდენიმე გრაფიკული რომანიცაა გამოსული. აღსანიშნავია, რომ ანიმაციის ტელეადაპტაციაზე ნეტფლიქსიც მუშაობს.