მოგზაურობა უძველესი დროიდან სასიამოვნო იყო ხელოვანებისთვის, მათ შეეძლოთ უჩვეულო ადგილები მოეძებნათ და შეექმნათ უნიკალური ნამუშევრები. დღეს არაერთი თანამედროვე არტისტი იღებს ფოტოსერიებს მგზავრობისას.
თორმეტი წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.
ჰეილი ეიჩენბაუმი


არტისტი 1989 წელს დაიბადა. ის ფოტოებს ძირითადად 66-ე გზატკცეილზე იღებს, აშშ-ს სამხრეთ ნაწილში. ეიჩენბაუმმა განათლება სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტში მიიღო, რის შემდეგაც მან შექმნა სერია „The Mother Road“, რომლის ფარგლებშიც გზებზე არსებულ არქიტექტორულ ნაგებობს გადაუღო ფოტოები. ჰეილის ნამუშევრები ნოსტალგიური და ისტორიულია, რადგან ის ცდილობს, ძველი დროის ნაგებობებიც ასახოს.
მარკ ლეცკი


ტარნერის პრიზის გამარჯვებული მარკ ლეცკი 1964 წელს დაიბადა, ის ძირითადად ახალგაზრდების კულტურით, ცხოვრების წესით და გამოცდილებებით არის დაინტერესებული. მან ფილმიც გადაიღო ამ თემასთან დაკავშირებით. 2019 წელს არტისტის გამოფენა მოეწყო Tate Britain-ში.
გრეგ ვაითი


გრეგ ვაითი ლონდონში მოღვაწეობს, ფოტოგრაფი გრაფიკულ დეტალებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. ის ძირითადად ხედებსა და არქიტექტორულ ნიმუშებს იღებს გზატკეცილზე. გრეგს არაერთი ქვეყანაში უმოგზაურიაა და მის მიერ გადაღებული ფოტოები შვედეთში განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა მაყურებლისთვის.
პოლ გრეჰემი


პოლი 1956 წელს დაიბადა, არტისტს სულ უწევდა მგზავრობა 1980-იან წლებში, სწორედ ამ დროს შეამჩნია, რომ ამ დროს შეეძლო ნამუშევრები შეექმნა. ინგლისიდან შოტლანდიაში მიმავალი გრეჰემი პეიზაჟებს იღებდა და სწორედ ამით პოპულარული გახდა.