
იშვიათად მოიძებნება ისეთი არტისტი, რომელიც ნამუშევრების შექმნისას სინათლეს ყურადღებას არ აქცევს. მე-16 საუკუნეში იყო კარავაჯო, მე-18 საუკუნეში მოღვაწეობდა ანნა ატკინსი, დღეს კი არსებობენ არტისტები, რომელთათვის სინათლეს კვლავ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის არიან ჯეიმს ტურელი, ოლაფულ ელიასონი და მრავალი სხვა.
თორმეტი წარმოგიდგენთ მსგავს არტისტებს.
ჰელენა ჰამილტონი

ბელფასტში მოღვაწე არტისტს ტექნოლოგიებთან და პროგრამებთან მჭიდრო კავშირი აქვს. მის ინსტალაციებზე მაყურებელი გემოვნებიან მუსიკასაც ისმენს, რადგან ჰელენას ძალიან უყვარს ხელოვნების სხვადასხვა დარგის ერთად წარმოდგენა. ჰამილტონი ამბობს, რომ ყოველთვის ცდილობს, აწმყო მაქსიმალურად რეალისტურად აღწეროს საკუთარი ნამუშევრების საშუალებით.
ჰრისტინა სეკულოსკა და ირენა მილოჯესკა

პარტნიორებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არქიტექტურას. ისინი ცდილობენ, რომ ხელოვნება და არქიტექტურა ერთმანეთს დაუკავშირონ. Space Installation 0.01 მათი ყველაზე წარმატებული პროექტია ჯერჯერობით, ინსტალაცია სახლს ასახავს, თუმცა უჩვეულოდ და არაორდინალურად.
აარონ რობინსონი

რობინსონს ის კავშირი აინტერესებს, რომელიც მაყურებელსა და გარემოს შორისაა. ის ტექნოლოგიებსაც იყენებს იმისთვის, რომ მისი ნამუშევრები უჩვეულო იყოს. როგორც თავად აღნიშნავს, ექსპერიმენტების გარეშე არაფრის შექმნა არ არის შესაძლებელი.
ვასილი კონონოვ-გრედინი

ქრისტიანული ტრადიციებით ინსპირირებული არტისტი ნამუშევრებში თანამედროვე პრობლემებს ასახავს. როგორც თავად აღნიშნავს, ის მონუმენტებით არის დაინტერესებული, შესაბამისად, ის არ უშინდება დიდი ინსტალაციების მოწყობას.
ალექსანდრა კარი


არტისტი იმით გამოირჩევა, რომ წესებს არ ემორჩილება და მუდმივად ექსპერიმენტებს ატარებს. ნამუშევრების შესაქმნელად ის არაერთ მოწყობილობას იყენებს. ჯერჯერობით მისი ყველაზე წარმატებული და პოპულარული პროექტია Empyrean, რომელიც კოსმოსის 10 სფეროს წარუდგენს მაყურებელს.
breadedEscalope

კოლექციის შემქმნელები ხელოვნებას და დიზაინს თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ. ისინი ჩრდილებს უთმობენ განსაკუთრებულ ყურადღებას.
მიგან სტრიდერი


მინიმალისტური ნამუშევრების შექმნა მიგანს ძალიან დიდი სიამოვნებას ანიჭებს. ის კონსტრუქციების უჩვეულოდ წარმოჩენას ყოველთვის შთამბეჭდავად ახერხებს.