ესპანელი ჯუდით სეინარჩი ფოტოგრაფია, რომელიც ამჟამად ბარსელონაში მოღვაწეობს. მას ძალიან უყვარს ბუნება და ცდილობს, უჩვეულო კადრები მაყურებელსაც გაუზიაროს. ჯუდითი იმითაც გამოირჩევა, რომ ფერებს შთამბეჭდავად არჩევს ფოტოებისთვის, რადგან, როგორც თავად ამბობს, სინათლე ყველაზე მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ მისი ფოტოები iPhone-ს საშუალებით არის გადაღებული. მინიმალისტური, მშვიდი და უნიკალური ნამუშევრების გამო ჯუდითის პოპულარობა თანდათან იზრდება.
„ვფიქრობ ის ფაქტი, რომ მე დღეს დეტალებს ასეთ დიდ ყურადღებას ვანიჭებ იმის დამსახურებაა, რომ გრაფიკულ დიზაინს ვსწავლობდი.“
თორმეტი გთავაზობთ მის ნამუშევრებს.




