„Alexandria“ ალეხანდრო კარდენასის გამოფენა ნიუ-იორკში

Courtesy of the Artist and Almine Rech

Aimine Rech მაყურებელს წარუდგენს Alexandria-ს, ეს გამოფენა ალეხანდრო კარდენასის ნამუშევრებს ეძღვნება. არტისტი ჩილეში დაიბადა, თუმცა დღეს ლოს ანჯელესში მოღვაწეობს. ის ძირითადად სიურრეალისტურ ფიგურებს ქმნის. აღსანიშნავია, რომ სანამ ხელოვნებას ამდენ დროს დაუთმობდა, ალეხანდრო ილუსტრაციებზე მუშაობდა, ასევე იყო გრაფიკული დიზაინერი. ის Proenza Schouler-შიც მუშაობდა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში, როგორც არტ დირექტორი. მას არაერთი გამოფენა აქვს მოწყობილი არამარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ ევროპაშიც.

Courtesy of the Artist and Almine Rech

ალეხანდროს ახალი ნამუშევრები არაერთ თემას ეხება, მათ შორის კლიმატის ცვლილება, გლობალური დათბობა, პანდემია, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი. ის ცდილობს ფიგურების საშუალებით თანამედროვე ადამიანი და მისი პრობლემები ასახოს. როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის ინსპირაციის წყარო ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ მის ფიგურებს არ აქვთ სახე, ემოციებს სხეულის ენის საშუალებით გამოხატავენ –  კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის კარდენასის ნამუშევრებს.

Courtesy of the Artist and Almine Rech
Courtesy of the Artist and Almine Rech