Dusti Bonge – სამხრეთელი ხელოვანის ნამუშევრები ხელახლა გამოიფინა

Dusti Bonge მიიჩნევა არტისტად, რომელიც დიდად განიცდის სამხრეთულ გავლენას. ამასთანავე, კრიტიკოსები აფასებენ მას, როგორც უკიდურესად დრამატული და ექსპრესიონისტული ნამუშევრების ავტორს. მხატვარმა, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა, ცხოვრების უდიდესი ნაწილი მის მშობლიურ მისისიპიში გაატარა, ეზოში, სადაც ქმნიდა მის შესანიშნავ ნახატებს. მისმა მენეჯერმა, რომელიც ამავე დროს ჯექსონ პოლოკს წარმოადგენდა, მოუწოდა მას საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადასულიყო, ქალაქში, რომელიც იმ პერიოდში სახელოვნებო ცენტრად მიიჩნეოდა. თუმცა, დასტიმ (ეს სახელი ხელოვანს მეგობრებმა შეარქვეს) მიიჩნია, რომ ეს ყველაფერი მისთვის არ იყო. 

Credits: Jackson Free Press

დასტის გადაწყვეტილებამ დიდწილად განაპირობა მისი ცნობადობაც – ხელოვანი არ არის იმდენად ცნობილი, როგორსაც მისი ნამუშევრები იმსახურებს. თუმცა, რიჩარდ გრუბერი, არტისტის ილუსტრირებული ბიოგრაფიის ავტორი, მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. გრუბერი ასევე ამატებს, რომ არტისტი დიდი ხნის განმავლობაში მამაკაცი ხელოვანების ჩრდილში იმყოფებოდა. 

Credits: Amanda Winstead

როგორც გრუბერი ამბობს, ხელოვანის შემოქმედებაში აქტიურად ჩანს ტროპიკული სინათლე, ნიჟარებით მორთული ქუჩები, შავისა თუ თეთრი ფერის უამრავი ტონალობა და ასევე იმიგრანტი საზოგადოების მახასიათებლები, რაც მის ნამუშევრებს უნიკალურად აქცევს. ადგილთან მიჯაჭვულობის ნიშანი სამხრეთელი მხატვრების ზოგადი მახასიათებელია, რომლის გავლენის ქვეშ დასტიც ექცეოდა. 

Credits: Mississippi Gulf Coast
Collection of the Mississippi Museum of Art, Jackson