ეკოლოგია – ვანია ბუკანის ინსპირაციის წყარო

ფოტოგრაფი ვანია ბუკანი სლოვენიაში დაიბადა, თუმცა ის დღეს გერმანიაში ცხოვრობს და ბერლინში მოღვაწეობს. მან ჰააგის ხელოვნების სამეფო აკადემია დაამთავრა და ფოტოგრაფიას დაეუფლა. ამ ყოველივეს შემდეგ ის გარემოს პრობლემებით დაინტერესდა და ეს ორი სფერო გააერთიანა საკუთარ ნამუშევრებში.

Sequences of Truth and Deception სერიაა, რომელიც გარემოსა და ადამიანის კავშირს წარადგენს. ეკოლოგია ვანიასთვის ინსპირაციის წყარო აღმოჩნდა, მის ნამუშევრებში კონტროლი იგრძნობა, ამავდროულად, მეტაფორებით ის არაერთ მესიჯს ავრცელებს. როგორც არტისტი აღნიშნავს, სამწუხაროდ, ეკოლოგიას და გარემოს დიდი ყურადღება არ ექცევა და ეს განსაკუთრებით საზიანოა თითოეული მოქალაქისთვის მსოფლიოში.

ბუკანის ნამუშევრები იმდენად შთამბეჭდავი და არაორდინალური აღმოჩნდა, რომ მისთვის არაერთი გამოფენა მოეწყო, ასევე ინდივიდუალური შოუებიც. მათ შორის Kunsthaus Wien, Circulations(s) Festival, Photo London, Photo Basel, European Month of Photography Bratislava და Leica Gallery Wetzlar.

თორმეტი გთავაზობთ მის ნამუშევრებს.

Credits: All images from the Sequences of Truth and Deception (2015–2019) series. Courtesy of the artist.