დალასის მუზეუმის გამოფენაზე ფრიდა კალოს 5 შედარებით უცნობი ნამუშევარი გამოიფინება

მექსიკელი შემოქმედის, ფრიდა კალოს სიცოცხლის უკანასკნელ წლებში შესრულებული უამრავი პორტრეტი საერთაშორისო მასშტაბით გახდა პოპულარული, ნამუშევრები იფინებოდა მსოფლიოს ირგვლივ უამრავ გალერეაში. მხატვრის უდიდესი პოპულარობის მიუხედავად, არსებობს ნამუშევრები, რომლებიც არც ისე ხშირად გამოფენილა გალერეებში, შესაბამისად დამთვალიერებელს მისი ხილვის ბედნიერება არ ქონიათ.

Credits: Smithsonian magazine

ამ ყველაფრის გამოსწორება დალასის ხელოვნების მუზეუმმა გადაწყვიტა. ფრიდა კალოს მოყვარულებს შეუძლიათ მხატვრის 5 შედარებით უცნობი ნამუშევრის დათვალიერება. გამოფენას სახელად „ფრიდა კალო: ხუთი ნამუშევარი“ ერქმევა და შეკრებს ხელოვნების იმ ნიმუშებს, რომლებიც ფრიდამ ამერიკაში ყოფნისას დახატა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაშრომები ფრიდას მექსიკური წარმომავლობის ხაზგასმას წარმოადგენს. 

Credits: Smithsonian magazine

18 წლის ასაკში ფრიდა კალო ავარიის შედეგად დაზიანდა, ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში იტანჯებოდა ჯანმრთელობის პრობლემებით, რაც მის ნამუშევრებშიც აქტიურად ჩანს. მისთვის ხატვა წარმოადგენდა ერთ-ერთ გზას, გაქცეოდა ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტკივილს. შესაბამისად მის ნაშრომებში მექსიკური წარმომავლობისადმი პატივისცემის გარდა, მისი ავტო-პორტრეტებიც მრავლად გვხვდება.

Credits: Smithsonian magazine

დალასის გამოფენა გააერთიანებს ფრიდა კალოს სიცოცხლის უკანასკნელ წლებში შექმნილ ნამუშევრებს, რომლებიც გამოფენამდე მექსიკაში მცხოვრები კერძო კოლექციონერის საკუთრებაში იყო.