2005 წლიდან ევროპაში ტარდება The Circulation(s) Festival of Young European Photography, რომლის ფარგლებშიც ჟიური ცდილობს, შეაფასოს ის არტისტები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას ადგილმდებარეობას აქცევენ.
თორმეტი წარმოგიდგენთ ამ ფოტოგრაფებს და მათ ნამუშევრებს.
პედრო ფრეიტას სილვა

პედრო პორტუგალიაში დაიბადა, თუმცა დღეს დიდ ბრიტანეთში მოღვაწეობს. მისი უახლესი პროექტი The Flyscreen დიდ ყურადღებას აქცევს ადგილმდებარეობას და განსაკუთრებით, გარეუბნებს. მან ეს ფოტოები პორტუგალიაში გადაიღო და ეცადა, ის ტერიტორიები შთამბეჭდავად აესახა. როგორც თავად აღნიშნა, მისთვის გამორჩეული იყო 1970-იანი და 1990-იანი წლების ნამუშევრები.
ინკა ეტ ნიკლას

ინკა და ნიკლასი ფოტოგრაფები არიან, ინკა ფინელია, ხოლო ნიკლასი – შვედი. ორივეს ჰობი მოგზაურობაა, სწორედ ასე გაიცნეს ერთმანეთი. 2018-2020 წლებში მათი პროექტი „ოჯახი“ ძალიან პოპულარული იყო, მათ არაერთი ფოტო გადაიღეს სხვადასხვა ლოკაციაზე.

ელეონორა აგოსტინი

ლონდონსა და ვენეციაში მცხოვრები ელეონორა იტალიელია, ის 1991 წელს დაიბადა. ის არამხოლოდ ფოტოგრაფი, არამედ ღონისძიებების ორგანიზატორიცაა და ცდილობს, რომ ყოველდღიური ცხოვრება ასახოს თავის ნამუშევრებში.
ელიოტ ვერდიერი


პარიზში მცხოვრები ფოტოგრაფი კულტურას დიდ ყურადღებას აქცევს, ის ცდილობს ხალხი და გარემო უნიკალურად აღბეჭდოს. მას არამხოლოდ საფრანგეთში, არამედ ყაზახეთსა და ლიბანშიც ჩაუტარებია გამოფენები.
ბენჯამინ შმუკი


ბენჯამინი პარიზში დაიბადა 1989 წელს, ის მოდის ინდუსტრიაშიც მოღვაწეობს. 2019-2020 წლებში მან შექმნა პროექტი Lever les Sages, რომელიც აფრიკული კულტურის წარმოჩენას ემსახურება.