ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში საგაზაფხულო სეზონი გაიხსნა

7 მაისს  წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში გაზაფხულის სეზონის პირველი გამოფენა გაიმართა. „მეხსიერების ფრაგმენტები“ სერგო ფარაჯანოვისა და გოგი ალექსი–მესხიშვილის ნამუშევრებისგან შედგება. წინანდლის ისტორიულ ბაღში კი უტა ბექაიამ სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებით ინსპირირებული პერფორმანსი წარადგინა. მსურველებს გამოფენის ხილვა ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ.

Photo Credits to Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate Georgia, Dato Koridze.