ფოტოებით ასახული სიყვარული ცხოველთა სამყაროში

სიყვარულის იდეა უნივერსალურია და მოიცავს კულტურასა და დროს. ხელოვანთა უმეტესობა თავის ნამუშევრებში ადამიანებს შორის სიყვარულს ასახავს, მაგრამ ის მხოლოდ ჩვენთვის როდია ნაცნობი. ველურ ბუნებაში ცხოველებიც არანაკლებ ხშირად ავლენენ სიყვარულის გრძნობებს. სწორედ ასეთი მომენტები აღბეჭდა თავის ნამუშევრებში, მაკედონიელმა ფოტოგრაფმა გორან ანასტასოვსკიმ, რომელიც უკვე 15 წელია გატაცებულია ველური ბუნების ფოტოგრაფიით.

მის ნამუშევრებში თავმოყრილია ცხოველები მთელი მსოფლიოდან. ისინი ეამბორებიან ერთმანეთს ან ეხუტებიან თავიანთ შვილებს.

„ჩემი მიზანია ცხოველთა სამყაროს მშვენიერების აღბეჭდვა, მსურს ადამიანებს დავანახო, რომ მათაც აქვთ გრძნობები და ჩვენსავით შეუძლიათ მათი გამოხატვა. ცხოველების გადაღება ჩემი ყველაზე დიდი გატაცებაა და თუკი ამ ფოტოებით შევძლებ, თუნდაც ერთმა ადამიანმა უფრო მეტად იზრუნოს მათზე, მაშინ ჩემი მიზანი მიღწეული იქნება“ – ამბობს ანასტასოვსკი „My Modern Met“-თან საუბრისას.