დიზაინი შეზღუდვების გარეშე

ალექსანდერ ვონგი მრავალი ჯილდოს მფლობელი არქიტექტორია, რომელიც 2016 წელს  მსოფლიოში საუკეთესო ინტერიერის დიზაინერად დასახელდა. მის ახალ მონოგრაფიაში „Archiphantasy“ აღწერილია 15 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტები.

ვონგმა მონოგრაფიის გამოსვლის შემდეგ „Aestheticamagazine“-თან ისაუბრა მის ინსპირაციებსა და ინოვაციურ მიდგომაზე.

მისი თქმით, მთავარი ინსპირაციის წყარო იყო ბებიის აგარაკი, რომელიც დაპროექტდა და აშენდა 1920-იან წლებში. ამ სახლთან ერთად, მისთვის ყველაფერი შთამაგონებელია: ბუნება, ასტრონომია, ცხოველები, ნახატები, ქანდაკებები, ფილმები, მუსიკა, ინდუსტრიული დიზაინი, მითოლოგია და საერთოდ ყველაფერი სამყაროში.

„წარმატება, როგორც წესი, სრული ილუზიაა, თუ არა აშკარა ტყუილი,“- ამბობს ვონგი ამავე ინტერვიუში. მისი აღქმით, ამ მოჩვენებითი ტერმინის განმარტება ასეთია: „შენი ცხოვრების ყოველ დღეს ისწავლო ახალი რამ.“

მომავალ გეგმებზე საუბრისას შემდეგნაირად საუბრობს: „ნებისმიერი ინდუსტრიის ამჟამინდელი სცენარი, და არა მხოლოდ ჩვენი, შეიძლება, აღვწეროთ ჯეიმს ბონდის უახლესი ფილმის სათაურით – „No Time To Die.“ პანდემიის პირობებში ის და მისი კომპანია აკვირდება შეზღუდვეით გამოწვეულ მდგომარეობას, მუშაობს აზიის სამ სასტუმროზე და კიდევ რამდენიმე პროექტზე.