პაოლო როვერსის ერთ-ერთი საინტერესო გამოფენის კვალდაკვალ

იტალიელ ფოტოგრაფს, პაოლო როვერსის „კომ დე გაღსონთან“ თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს. ფოტოგრაფი რეი კავაკუბოს პირველად 80-იანი წლების პარიზში შეხვდა. როგორც თავად პაოლო ამბობს, მან სწორედ ამ პერიოდში დაიწყო კატალოგების შექმნა რეისათვის, რის შემდეგად ყოველ სეზონზე თანამშრომლობდა მასთან, საბოლოოდ კი 4 დეკადიანი ურთიერთობის შემდეგ დიზაინერსა და ფოტოგრაფს მტკიცე კავშირი აქვთ. ფოტოგრაფის თქმით ის საკმაოდ თავისუფალია გადაღების პროცესში და ალბათ ესაა იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ფოტოები შესანიშნავად ასახავს კავაკუბოს სტილს.

Credits: Courtesy of the Dallas Contemporary

ფოტოგრაფის თქმით, „კომ დე გაღსონის“ მიერ შექმნილი მოდა საკმაოდ უცხო და ინოვაციურია, რადგანაც ის ბუნებრივად ახერხებს იაპონური და ევროპული კულტურის შერწყმას.

პაოლოს მოდის სახლისათვის უმრავი ფოტო აქვს გადაღებული, საბოლოოდ კი მისი ნამუშევრები გამოფენაზე სახელად “ჩიტები” იქნება წარდგენილი. გამოფენა წარმოაჩენს ორი არტისტის კოლაბორაციის უამრავ ნამუშევარს და ფოტოგრაფის უნიკალურ ხედვას, რომელიც მას კავაკუბოს ინოვაციურ სტილს უკავშირებს.

Credits: Courtesy of the Dallas Contemporary

გამოფენის სახელი შემთხვევითი არაა, მის თემას წარმოადგენს მოძრაობა, ფოტოგრაფის ფოკუსი კი იქითაა მიმართული, რომ დააფიქსიროს კავაკუბოს მოდელები და ტანისამოსი მოძრაობისას. მოდელების მოძრაობასა და პოზებს კავაკუბოს სამოსში ხშირად ადარებენ ჩიტების აფრენისა და დაფრენის პოზიციებს.

Credits: Courtesy of the Dallas Contemporary

როგორც ფოტოგრაფი ამბობს, დიზაინერთა მუშაობა ყოველთვის სასიამოვნო იყო, რადგანაც გადაღების პროცესი ძალიან ორგანულად და თავისუფლად მიმდინარეობდა. მისი აზრით კავაკუბოს ნამუშევრები იმდენად გენიალური და პოეტურია, რომ მისი საქმე საკმაოდ მარტივდება.

Credits: Courtesy of the Dallas Contemporary