„პური გულიანის” ახალი, ექსპრეს მიმართულება

თანამედროვე ქართული სახაბაზო “პური გულიანი”, თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისათვის კარგად ნაცნობი, გულიანი მასპინძლობის ადგილი, დღეიდან ახალ მისამართზეც დაიდებს ბინას.

„პური გულიანის“ ბრენდის განვითარების სტრატეგია დასაწყისშივე მოიაზრებდა ქსელური პრინციპით გაფართოებას. “პური გულიანის” მმართველი, სტუმარმასპინძლობის სფეროში წამყვანი კომპანია “GMT ჯგუფის” გადაწყვეტილებით, ბრენდი ქსელურად, ექსპრეს კონცეფციით განვითარდება, რაც პურ-ფუნთუშეულის, გულსართიანების, დესერტების, ყავისა და სწრაფი წასახემსებელი ხაზის გაძლიერებას, ადგილიდან გატანის (Takeaway) და ადგილზე მიტანის (Delivery) მომსახურების წახალისებას გულისხმობს.

პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, “პური გულიანის“ გუნდის განსაკუთრებული ძალისხმევით, პირველი ექსპრეს-ფილიალი ვაკეში, ი.აბაშიძის 37-ში, დღეიდან უმასპინძლებს პირველ სტუმრებს. მომავლის გეგმების განხილვისას კი ქსელური გაფართოების უფრო დიდ გეოგრაფიულ მასშტაბსა და მოცულობაზე უკვე საუბრობენ “GMT ჯგუფში”.

“პური გულიანი Express” მომსახურების სწრაფ, გამარტივებულ, მეტად მოსახერხებელ პროცესსა და ტრადიციულად გემრიელ პროდუქტებს ჰპირდება მომხმარებელს. ექსპრეს-ფილიალში სტუმრად იმ ადამიანებს ელიან, ვინც მათ მეზობლად ცხოვრობს, ან მუშაობს და ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ დილა სახაბაზოს პურეულით დაიწყოს, აქვე ისაუზმოს, ლანჩზე წასახემსებლად შემოიაროს, გულიანი დესერტებისა და გემრიელი ყავისთვის ადგილი მეზობლად დაიგულოს და აღარც მყუდრო სამუშაო გარემოს შესარჩევად დასჭირდეს ფიქრი.

ვაკის ფილიალში ბევრ ისეთ კერძსა თუ დესერტს დააგემოვნებთ, რომელთა გამოც ზაარბრიუკენის მოედანზე სტუმრობდით სახაბაზოს და, ამავდროულად, ისეთ სიახლეებსაც აღმოაჩენთ, ხელახლა რომ შეგაყვარებთ “პური გულიანს” – ადგილს გულიანი ურთიერთობებისთვის.