გალ გადოტი: “ჩემს კარიერას ჯოს უედონი განადგურებით ემუქრება”

„ქალი საოცრების“ ვარსკვლავი გალ გადოტი რეჟისორ ჯოს უედონთან 2017 წელს „სამართლიანობის ლიგის“ გადაღებებზე მუშაობდა. გადოტის თქმით, რეჟისორი მას კარიერის განადგურებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ კვლავ გამოთქვამდა პრეტენზიებს მის შესახებ.

Photo Credits to Warner Bros.

თავდაპირველად, უედონის საჯარო კრიტიკა რეი ფიშერმა დაიწყო. მან რეჟისორი და პროდიუსერები გადასაღებ მოედანზე ტოქსიკური გარემოს შექმნაში დაადანაშაულა. “WarnerMedia”-მ 2020 წლის ბოლოს განაცხადა, რომ  „სამართლიანობის ლიგის“ საქმეზე დაწყებული გამოძიება დასრულდა და კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა იგულისხმება ამ ნაბიჯებში.

გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა გალ გადოტიც. ამასთანავე, მან საჯაროდ ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე. მისი თქმით, ის არ შესწრებია ფიშერთან და სხვა მსახიობებთან დაკავშირებულ პრობლემებს, მაგრამ მისი მუშაობა უედონთან სასიამოვნო გამოცდილება არ ყოფილა. გადოტმა საკუთარ პრობლემებთან დაკავშირებით მაშინვე მიმართა კინოსტუდიის მენეჯერს.