ობიექტივის მიღმა: ავგუსტ სენდერი

,,გულწრფელად ვამბობ სიმართლეს ჩვენს დროსა და ამ დროის ადამიანებზე.’’ – ავგუსტ სენდერი დოკუმენტური ფოტოგრაფიის პიონერად და მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფოტოგრაფად მიიჩნევა. იგი იღებდა ახალი ეპოქისთვის დამახასიათებელი პერსონაჟების პორტრეტებს: ხელოვანებს, ვეტერანებს, უსახლკაროებს, გლეხებს, სპორტსმენებსა თუ ყასბებს. მისმა ობიექტურმა და შეუფარავმა მიდგომამ მომდევნო პერიოდების ბევრ  ფოტოგრაფზე დატოვა წარუშლელი კვალი, მათ შორის იყვნენ უოლკერ ევანსი, ბერნდ და ჰილა ბეჩერები და დაიან არბუსი.

August Sander · Self Portrait | Self-timer · 1925 | August sander, Portrait, Portrait photographersPhillips | August Sander - Selbstbildnis (Self portrait), Cologne, 1922 | Photographs London Wednesday, November 6, 2013, Lot 102

ავგუსტ სენდერი დაიბადა 1876 წლის 17 ნოემბერს გერმანიაში, კიოლნის მახლობლად, მაღაროელის ოჯახში. საკუთარ საქმიანობასთან გადაკვეთაც მისთვის სწორედ მაღაროებსა და სამხედრო სამსახურს უკავშირდება. სენდერი ფოტოგრაფიით სამოხელეო მუშაობის მიღმაც დაინტერესდა და მისი პროფესიონალურად შესწავლა განაგრძო. თავდაუზოგავი შრომისა და მცდელობების შედეგად 1904 წელს იგი ლინცში სტუდიის მფლობელი გახდა.

მას შემდეგ, რაც 1920-იან წლებში ავგუსტ სენდერი პერმანენტულად დასახლდა კიოლნში, საშუალება მიეცა დამეგობრებოდა იმ დროისათვის ცნობილ ხელოვანებს, მათ შორის-ოტო დიქსს, რიჩარდ რიმერშმიდტსა და ჰაინც ლუტგენს, რომელთა პორტრეტებიც სენდერის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრებად ითვლება. კიოლნში ფოტოგრაფი შეუერთდა არტისტულ მიმდინარეობას, რომელსაც ახალი ობიექტივიზმი ან  Neue Sachlichkeit ეწოდა. ახალი ობიექტივისტები უარყოფდნენ რეალობის სენტიმენტალურ აღქმას და ექსპრესიონიზმის აბსტრაქტული, რომანტიკული ან იდეალისტური ტენდენციების საწინააღმდეგოდ ობიექტურ სამყაროზე კონცენტრირდებოდნენ.

August Sander. Architect's Wife [Dora Lüttgen]. 1926 | MoMA

ამ პრინციპებმა სენდერის შემოქმედებაში ძირფესვიანი ასახვა ჰპოვა. ,,არაფერი მძაგს ისე, როგორც დამტკბარი ფოტოსურათები ხრიკებით, პოზებითა და ეფექტებით.’’-ამბობდა იგი. მისი ნამუშევრები უხერხულობის დონემდე შემაწუხებელი იყო თავიანთი შეულამაზებლობითა და რეალისტურობით. იმ დონემდე, რომ უკიდურესი რეალობისგან გამოწვეული უაზრობისა და დეზორიენტაციის განცდა თავად აღძრავდა აბსტრაქტულობის განწყობას. მიუხედავად სოციალური სტატუსისა, ფოტოგრაფის მიერ აღბეჭდილი მფრინავები,  მუშები, ბიუროკრატები თუ ბავშვები თანაბრად დაბნეულებად, კონტექსტიდან ამოვარდნილებად და შეწუხებულებად გამოიყურებოდნენ.

Die Photographische Sammlung / SK Stiftung Kultur - August SanderAugust Sander | MoMA

August Sander. Dead Woman. 1925 | MoMA

ნიშანდობლივია, რომ სენდერის მიერ ამგვარი დაკარგულობისა და გაუცხოების ასახვა არა მხოლოდ რეალისტური ფორმით, არამედ შინაარსითაც ესადაგებოდა გერმანიასა და ევროპაში მიმდინარე სოციო-ფილოსოფიურ პროცესებს. გეოპოლიტიკური ძვრები, მსოფლიო ომი, ნაციზმი, მასობრივი განადგურების საშიშროება და ცენტრალური ფასეულობების დასამარება არა მხოლოდ მოდერნისტ ხელოვანებსა და აბსურდისტ ფილოსოფოსებში, არამედ რიგით ადამიანებშიც უზარმაზარ ტრავმას ტოვებდა.

 

Critical Analysis on August Sander's People of 20th Century | Mubeen Siddiqui

1933 წელს გერმანიაში ნაცისტების აღზევების გამო ფოტოგრაფი დევნის ქვეშ მოექცა, მის მიერ გერმანელი ხალხის მოწყვლად მდგომარეობაში ასახვის გამო. სენდერის ათიათასობით ნეგატივი დაიწვეს, თავად მას კი კიოლნიდან გადახვეწა მოუწია ომის დასრულებამდე. მიუხედავად წინააღმდეგობისა და ოჯახური ტრაგედიისა (მისი შვილი ნაცისტურმა მთავრობამ დააპატიმრა და ციხეში გარდაიცვალა), ხელოვანმა კვლავ განაგრძო პორტრეტების გადაღება და საბოლოოდ, 1986 წელს, მისი ვაჟის, გიუნტერის დახმარებით, ავგუსტ სენდერის მიერ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ნაგროვები ფოტოები ყველაზე ამბიციურ წიგნად – „Menschen des 20. Jahrhunderts – მეოცე საუკუნის ადამიანებად“ გაერთიანდა.