IMac-ის 23 წლიანი ისტორია

1998 წელს, როდესაც ყველა კომპიუტერი მოსაწყენ კრემისფერ ყუთს ჰგავდა, Apple-მა გაბედული და „ფერადი“ ნაბიჯი გადადგა და რადიკალურად შეცვალა იმ დროის სტატუს-კვო. ოცდასამი წლის შემდეგ იგივე კრემისფერი ფერი ბრუნდება ახალ მოდელში, რაც ამ კომპიუტერის დიზაინის მოგზაურობის კულმინაციაა. IMac G3–დან მოყოლებული, რომელმაც სტივ ჯობსსა და სერ ჯონი აივეს შორის დაამყარა თანამშრომლობა, 2021 წლის მოდელამდე, IMac ყოველთვის იყო შესანიშნავი პლატფორმა Apple–ისთვის, რათა შეექმნა კომპიუტერის დიზაინის ყველაზე გაბედული ექსპერიმენტები. სწორედ IMac-ის ასეთმა არაორდინალურობამ აქცია ის Mac-ის ოჯახის მთავარ საყრდენ წევრად და დროთა განმავლობაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ მომხმარებლებისთვის Mac ავტომატურად უკვე ნიშნავდა IMac-ს. ქვემოთ მოცემულ გალერეაში ნაჩვენებია დიზაინის ყველა ის ძირითადი ცვლილება, რაც IMac–მა გაიარა არსებობის 23 წლიანი ისტორიის განმავლობაში.

 

IMac G3 – 1998 წ
ეს არის IMac თავისი განსაკუთრებული და გამჭვირვალე დიზაინით. ის მიიჩნევა პირველ all-in-one სტილის კომპიუტერად და აღირებულია იმ პროდუქტად, რომელმაც Apple წარმატებით დააბრუნა ბაზარზე ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს.

 

 

 

 

IMac G3 და მისი კონფიგურაცია

ეს მოდელი სხვებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა როგორც მისი ვიზუალითა და დიზაინით, ასევე მისი ნაწილების კონფიგურაციით. ის იყო ერთ-ერთი პირველი კომპიუტერი, რომელმაც ფლოპი დისკს დააღწია თავი. ამ ცვლილება დიდი კრიტიკა გამოიწვია, თუმცა როგორც სტივ ჯობსი ამბობდა, ეს კიდევ ერთი „I told you so“ იყო და მეტი არაფერი.

 

 

 

IMac G4 (მზესუმზირა) – 2002 წ

2002 წელს Apple-მა რევოლუცია მოახდინა IMac-ის ინდუსტრიაში და ჯონი ივემ შექმნა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დიაზიანი. ეს მოდელი Mama-ს კოლექციის მუდმივი წევრია და დღესაც არ კარგავს აქტუალობას.

 

 

 

IMac G4-ის პოპულარობაზე ისიც მითითებს, რომ მან მედიის ყურადღება მალევე მიიპყრო.
ფოტოზე ხედავთ, რომ ჟურნალ „Time“-ს გარეკნისთვის სწორედ IMac 4G-ის ფოტო აქვს გამოყენებული.

 

 

 

 

IMac G5 – 2004 წ

2004 წელს კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა Apple-მა მომხმარებლებს ჯონი აივის ხელმძღვანელობით, კერძოდ, მათ შექმნეს all-in-one კომპიუტერების ზოგადი ფორმა მეტალის სადგამით და ოდნავ დახრილი ეკრანით. ეკრანის ამგვარი დახრილობა აადვილებდა მუშაობას მრავალი საათის განმავლობაშიც კი.

 

 

 

 

IMac intel (პოლიკარბონატი) – 2006 წ

ეს გახლავთ Apple-ის მიერ დამზადებული მოდელი მას შემდეგ, რაც მათ დაიწყეს Intel-ის X86 ჩიპების მიღება და ჩამონტაჟება თავიანთ მოწყობილობებში. სწორედ  IMac Intel იყო პირველი, რომელმაც მიიღო ასეთი განახლება. აღსანიშნავია, რომ მისთვის დიაზაინი არ შეუცვლიათ და კვლავ IMac G5-ის დიზაინით იყო აგებული.

 

 

 

ალუმინის IMac – 2007 წ

2006 წელს განახლებული ფუნქციონალის ერთი წლის თავზე, 2007 წელს Apple-მა ალუმინის გამოყენება დაიწყო. ამ მეტალით შეცვლილმა ვერსიამ გააუმჯობესა თერმული მუშაობა და IMac-ს უფრო მინიმალისტური სახე შესძინა. კვლავ აღსანიშნავია, რომ მოწყობილობის ფორმა უცვლელად შეინარჩუნეს.

 

 

 

 

IMac Unibody – 2009 წ

2009 წელს Apple-მა გადაწყვიტა IMac-ებში Unibody-ს დიზაინი შემოეტანა, კერძოდ, ახლა კომპიუტერის თავის ზედა ნაწილი ლითონის ერთი ნაჭრისგან იყო დამზადებული და ამით ის ძალიან ჰგავდა Apple-ის ახალ MacBook-ს. დიზაინში ცვლილება მხოლოდ ამით შემოიფარგლა, ფორმა კვლავ უცვლელი დარჩა.

 

 

 

 

IMac „Slim“ – 2012 წ

უნიბოდის დიზაინი 2012 წლამდე შეუცვლელი დარჩა. თუმცა შემდეგ Apple-მა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რედიზაინირება ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ მოდელს შეუნარჩუნდა უნიბადის ჩარჩო, ის გახდა უფრო თხელი და მგრძნობიარე. ამ ყველაფერს კი მიაღწიეს მობრუნებული ზურგითა და შიდა კომპონენტების პოზიციონირების წყალობით.

 

 

 

IMac 24 – 2021 წ

2012 წლიდან მოყოლებული IMac-ის დიზაინი დღემდე უცვლელი იყო. 2021 წლის მოდელის ხილვა კი უკვე შესაძლებელია შვიდ სხვადასხვა ფერში. ამავდროულად, Apple-მა კომპიუტერის სისქე 11,5 მილიმეტრამდე შეამცირა. ახალი Apple Silicon ისეთივე ძლიერია, როგორც ინტელის ჩიპი და ამასთანავე, ის უფრო ნაკლებ სითბოს გამოიმუშავებს, რითაც ეს დიზაინი უფრო თავისუფალია. ამგვარი მრავალფეროვნება, შეიძლება ითქვას, ყველაზე ორიგინალური და გაბედული ნაბიჯია IMac-ის განვითარების ისტორიის მანძილზე.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის IMac არის პირველი კომპიუტერი, რომელიც სრულად იყენებს M1 შესაძლებლობებს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ  Apple-ს კიდევ მრავალი,  უფრო მძლავრი მოდელი აქვს შემუშავებული, რომელთაც ახლო მომავალში აუცილებლად გაუშვებს ბაზარზე.