“მარო მაყაშვილის დღიურები” – პიქტორის ციფრული გალერეა

პიქტორი თანამედროვე ქართველი მხატვრების ჩანახატებისა და ესკიზების ციფრული გალერეაა, რომელიც უკვე ორმოცამდე მხატვარს აერთიანებს. 26 მაისს, პიქტორის ჩანახატების სერია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება. ამ აქტით გალერეა სამოქალაქო პოზიციას გამოხატავს.

ლიტერატურის მუზეუმის დახმარებით პიქტორმა 1921 წელს დაღუპული ქართველი გმირის, მარო მაყაშვილის, დღიურის გვერდები დაბეჭდა, რომელზეც სხვადასხვა თაობის ქართველმა ხელოვანებმა ჩანახატები გააკეთეს. ჩანახატები ჩარჩოში ინდივიდუალურად ჩაისვა, დამთვალიერებელს კი მათი ხილვა და შეძენა 26 მაისს 22:00 საათზე პიქტორის ციფრულ გალერეაში შეეძლება.

“მარო მაყაშვილის დღიურზე” შემდეგმა მხატვრებმა იმუშავეს:

1. კოტე სულაბერიძე
2. ნინო ჭილაშვილი
3. ლია შველიძე
4. თუთუ კილაძე
5. მიშა გოგრიჭიანი
6. მამუკა ჯაფარიძე
7. თეკლა კიღურაძე
8. ნოდო უგულავა
9. თამუნა მელიქიშვილი
10. ნინა ახობაძე
11. ნიკა ხაბელაშვილი
12. ვატო წერეთელი
13. ქეთი დავლიანიძე
14. ირაკლი კეიდია
15. კოტე ჯინჭარაძე
16. თამარ ბოჭორიშვილი
17. სანდრო ფაჩუაშვილი
18. ელენე მელქაძე
19. ქეთი აქუბარდია
20. არჩიბალდ კორძაია
21. სანდრო ანთაძე
22. გუგა კოტეტიშვილი
23. ჩუბიკა