ტიმოთი შალამე ვილი ვონკას როლს შეასრულებს

ოსკარზე ნომინირებული 25 წლის ამერიკელი მსახიობი, ტიმოთი შალამე ვილი ვონკაზე გადაღებულ ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს. 

Photo Credits to Getty

ვილი ვონკა ბრიტანელი მწერლის, როალდ დალის წიგნის – “ჩარლი და შოკოლადის ქარხანა” – პერსონაჟია. დასახელებული წიგნის რამდენიმე ეკრანიზაცია უკვე არსებობს, მათ შორის პირველი ნაწარმოების შექმნიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 1971 წელს გამოვიდა. 2005 წელს გამოსულ ეკრანიზაციაში კი მთავარ როლს ჯონი დეპი ასრულებდა. 

ვილი ვონკაზე გადაღებული ახალი ფილმი მის ადრეულ წლებს შეეხება. ფილმში გავიგებთ, თუ რა თავგადასავლები გადახდა ვონკას, სანამ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული შოკოლადის ქარხნის მფლობელი გახდებოდა. 

ახალ ფილმს რეჟისორი პოლ კინგი საიმონ ფარნაბის სცენარის მიხედვით გადაიღებს. პროექტზე Warner Bros და Roald Dahl Story Co. ერთობლივად მუშაობენ. Wonka 2023 წელს გამოვა.