ომაჟი თუ ვიზუალური მსგავსება? განსხვავებული ფილმები მსგავსი სცენებით

შესაძლოა გიფიქრიათ, რომ ძალიან ცოტაა კინოსამყაროში ახალი და ორიგინალური იდეა. რეალურად ბევრი ფილმი ახდენს გავლენას ერთმანეთზე. უფრო სიღრმისეულად თუ შევხედავთ, კინოლექსიკონში გვხვდება ასეთი ტერმინი- „ომაჟი”. ომაჟი რომელიმე ფილმში მოთავსებული ალუზიაა სხვა ფილმზე.

ერთმანეთის მსგავსი სცენები გვხვდება სხვადასხვა კინოსურათში. ზოგ შემთხვევაში ეს ომაჟია, სხვებში კი უბრალოდ ვიზუალური მსგავსება.

Pulp fiction და 8 1/2

ზოგადად ომაჟების სიმრავლით კვენტინ ტარანტინო გამოირჩევა. „მაკულატურაში“ ცნობილი ცეკვის სცენა ალუზიაა ფედერიკო ფელინის ფილმის- “8 1/2”.

ამასთან, ამ სცენების მსგავსება შეგვიძლია დავინახოთ უეს ანდერსონის ფილმში – „ამომავალი მთვარის სამეფო.“ აქ ფილმის მთავარი პერსონჟები სანაპიროზე ცეკვავენ.

 

City of the Living Dead და Kill Bill: Vol. 1

“მოკალი ბილის” რეჟისორი ტარანტინო აქაც ალუზიას იყენებს, ამჯერად ლუსიო ფულჩის 1980 წელს გადაღებული ფილმიდან “ცოცხალი მკვდრების ქალაქი.”

 

A Professional Gun და Django Unchained

კვლავ ტარანტინო, 1968 წელს გადაღებული სერჯო კორბუჩის ბოევიკის ომაჟით. ამ ორ სცენას შორის მსგავსება საკმარისზე მეტიც კია.

 

Perfect Blue და Requiem for a Dream

“ჭეშმარიტი სევდა” იაპონური ანიმე, “ოცნების რექვიემი” კი 2000 წელს გადაღებული ფსიქოლოგიური დრამაა. ეს კადრები ვიზალურად ძალიან გავს ერთმანეთს.

“ჭეშმარიტი სევდა” ჰოლივუდის კიდევ ერთ ფილმს არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ სიუჟეტითაც ჰგავს. ეს “შავი გედია.” ნატალი პორტმანის მიერ განსახიერებული გმირი ძალიან გავს ანიმეს მთავარ პერსონაჟს.

 

Full Metal Jacket და Moonrise Kingdom

უეს ანდერსონის “ამომავალი მთვარის სამეფოსა” და ვივიან კუბრიკის “რკინის საფარს” ამ სცენის გარდა არანაირი საერთო არ აქვს.

 

House of Sand and Fog, Requiem for a Dream  და Dark City

სამივე ფილმშია სცენა, სადაც ქალი სანაპიროს ხიდზე შორი ხედით ჩანს. უნდა ითქვას, რომ სამივე კადრი საკმაოდ ესთეტიკურია.

 

Closer და The Zero Theorem

ფილმში “სიახლოვე” ნატალი პორტმანი სტრიპტიზიორის როლს ასრულებს. ერთ-ერთ სცენაში მას ვარდისფერი პარიკი უკეთია. “თეორემა ზეროს” რეჟისორმა ტერი გილეამმა, როგორც ჩანს, ეს იდეა საკუთარი პერსონაჟისთვისაც გამოიყენა.

 

The Virgin Suicides და Frances Ha

ნოა ბაუმბახის კომედიასა და “თვითმკვლელი ქალწულების” ეს კადრები ძალიან გავს ერთმანეთს.

 

Joker და Breaking Bad

ხოაკინ ფენიქსმა 2019 წელს ითამაშა ჯოკერის როლი. სერიალში “მძიმე დანაშაული” კი ერთ-ერთ მთავარ როლს აარონ პოლი ასრულებს. ეს ორი სცენა ნამდვილად გავს ვიზუალურად ერთმანეთს. ამ ჟესტის გაკეთების შემდეგ ბავშვების რეაქციასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება.

 

ასეა თუ ისე, ერთმანეთისაგან განსხვავებული ფილმის ზოგიერთი სცენა, შესაძლო, ძალიან გავდეს ერთმანეთს. თუ აქამდე ამას ყურადღებას არ აქცევდით, ახლა მეტი დაკვირვება გმართებთ.