Meta Business Hotel და Meta Restaurant – ახალი სიტყვა მომსახურების სფეროში

დღეიდან King David-ში ახალი სასტუმრო “Meta Business Hotel” და რესტორანი “KD Meta Restaurant” სტუმრებს მიიღებენ.

სასტუმრო ბიზნეს კლასის სტუმრებზეა გათვლილი, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. Meta Business Hotel სტუმრებისათვის ყოველდღიური რუტინისთვის მოწყვეტის, დასვენებისა და დისტანციურად მუშაობისთვის იდეალური ადგილია. სასტუმროს დამაარსებელთა მიზანი თავიდანვე მომხმარებელზე მორგებული კომფორტული გარემოს შექმნა გახლდათ.

თავის მხრივ, რესტორანი KD Meta Restaurant მნახველს ნამდვილ გასტრონომიულ რევოლუციას სთავაზობს. სტუმრები, ნაცნობ გემოებთან ერთად, აბსოლუტურად განსხვავებულ და განვითარებულ კერძებს დააგემოვნებენ. რესტორნის მომხმარებელს გუნდის წევრებთან, მათ შორის, შეფმზარეულთანაც შეეძლება ინტერაქცია და შემოქმედებითი პროცესის გაცნობა.

ჩვენი პროფესია არის ხელოვნება, ამიტომ ცოდნასა და გამოცდილებას მაქსიმალურად წამოვწევთ წინ, სტუმრებისგან კი უკუკავშირს მივიღებთ. მგონია, რომ ქართული რეალობისთვის ნამდვილად ვქმნით “know-how”-,” – განაცხადა ლუკა თოდუამ.