თებერვლის დასაწყისში გასაჯაროვდა, რომ ლეგენდარული ჯაზ მომღერალი, ტონი ბენეტი ალცჰაიმერის დაავადებას ებრძვის. მიუხედავად ამისა, 94 წლის მუსიკოსმა კოლეგასთან და მეგობართან, ლედი გაგასთან ერთად ახალი სტუდიური ალბომის ჩაწერა უკვე მოახერხა.

ტონი ბენეტისა და ლედი გაგას ახალი ალბომის სახელი და გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მსგავსად მუსიკოსების პირველი კოლაბორაციული ალბომისა ,,Cheek To Cheek’’, ამ ალბომშიც იქნება წარმოდგენილი უკვდავი ჯაზ კომპოზიციების ახლებური ვერსიები. მათი პირველი თანამშრომლობა არნახულად წარმატებული გამოდგა და ორივე მომღერალს გრემის საერთო ჯილდოც მოუტანა კატეგორიაში ,,საუკეთესო ჯაზ-ვოკალური ალბომი”.
ამერიკელი ჯაზმენის ცოლმა, სიუზენ ბენედეტომ შეკითხვაზე ცნობდა თუ არა ტონი ბენეტი ლედი გაგას, სიცილნარევად უპასუხა: ,,ნამდვილად ახსოვს. გაგას დავიწყება საკმაოდ რთულია’’.