2022 წლის Pirelli Calendar-ის ფოტოებს ბრაიან ადამსი გადაიღებს

Credit: Courtesy of Bryan Adams/Pirelli

2022 წლის Pirelli კალენდრისათვის ფოტოების გადაღება ბრაიან ადამსს შესთავაზეს. მიუხედავად იმისა, რომ ადამსი ცნობილია თავისი მუსიკით, იგი დაახლოებით ათ წლის განმავლობაში მუშაობდა პროფესიონალ ფოტოგრაფად.

ადამსმა ეს ამბავი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოსთან ერთად. ”მე ვამაყობ, რომ ბოლოს და ბოლოს გამოვაცხადე, რომ მე ვარ Pirelli 2022-ის ფოტოგრაფი,”-თქვა მან 10-წამიან კლიპში.

Credit: Courtesy of Bryan Adams/Pirelli

2022 წლის კალენდარი იქნება რიგით 48-ე გამოცემა. კალენდრისათვის ყოველწლიურად ირჩევენ სხვადასხვა ფოტოგრაფს, მათ შორის არიან ენი ლეიბოვიცი, მარიო ტესტინო და რიჩარდ ავედონი. შარშანდელი კალენდარი კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა.

2019 წლის კალენდარში, ჯულია გარნერი, ჯიჯი ჰადიდი და ბალეტის მოცეკვავე მისტი კოპელენდი იმ ვარსკვლავებს შორის იყვნენ, რომლებიც ფოტოგრაფმა ალბერტ უოტსონმა გადაიღო. მან პორტრეტების გადაღების შემდეგ თქვა, რომ კალენდარში არიან “ქალები, რომლებიც ოცნებობდნენ.”

ფოტოები 2019 წლის კალენდრიდან:

Credit: Courtesy Pirelli

View this post on Instagram

A post shared by Bryan Adams (@bryanadams)

 

ჯერჯერობით უცნობია 2022 წლის კალენდრის თემა. ბრაიან ადამსმა განაცხადა, რომ საინტერესო პროექტი გველის და მეტი ინფორმაცია ზაფხულში იქნება ცნობილი.