ფიფქიას ეკრანიზაციაში მთავარ როლს რეიჩელ ზეგლერი შეასრულებს

ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა, რომ დისნეის საკულტო ანიმაციის, ,,ფიფქიას’’ კინოეკრანიზაციის მთავარ როლში 20 წლის ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და იუთუბერი რეიჩელ ზეგლერი მოგვევლინება. როგორც ცნობილია, ფილმის გადაღების პროცესი 2022 წელს დაიწყება, ხოლო რეჟისორი მარკ ვები იქნება.

,,რეიჩელის ექსტრაორდინალური ვოკალური შესაძლებლობები მხოლოდ საწყისია მისი ნიჭიერებისა. მისი სიძლიერე, ინტელექტი და ოპტიმიზმი განუყოფელი ნაწილი გახდება იმ მხიარულებისა, რომელიც დისნეის ამ კლასიკურ ზღაპარშია.’’ – ფილმის რეჟისორი, მარკ ვები.