დევიდ ბოუის ნახატი ათასობით დოლარად იყიდება

ლეგენდარული მუსიკოსის, დევიდ ბოუის მიერ შესრულებული ნახატი რამდენიმე ათას დოლარად იყიდება. ნამუშევარს კანადის ნაგავსაყრელზე მიაკვლიეს, მისი ფასი დაახლოებით 5 დოლარი იყო,  აუქციონზე კი მისი ამჟამინდელი ღირებულება 80 ათას დოლარს აჭარბებს.

Photo Credits The Cowley Abbott Auction House

ანონიმმა ქალმა ონტარიოს ნაგავსაყრელის შემოწირულობის ფონდში 9,75 x 8 დიუმიან ტილოზე შესრულებული ნამუშევარი აღმოაჩინა, მეორე მხარეს კი ზიგი სტარდასტის ავტოგრაფი და შესრულების წელი ახლდა. ზიგი სტარდასტი როკ-ენ-როლის ისტორიის უმთავრესი ფიგურის, დევიდ ბოუის პირველი სასცენო ფსევდონიმი იყო. ექსპერტები ავტოგრაფის ავთენტურობას ადასტურებენ და ამბობენ, რომ ის უტყუარად ზიგი სტარდასტს ეკუთვნის.

ვარაუდობენ, რომ აუქციონზე გატანილი ნახატი ბოუის 47 ნამუშევრიანი სერიიდან ერთ-ერთია. მუსიკოსმა გასული საუკუნის ბოლოს შესრულებული ნამუშევრების სერიას “Dead Heads” დაარქვა, ხოლო თითოეული მათგანი რომაული ციფრებით დანომრა. ცოტა ხნის წინ აღმოჩენილ ნახატს DHead XLVI ქვია.  სერიაში ბოუის ავტოპორტრეტიც მოხვდა.

Photo Credits The Cowley Abbott Auction House

Photo Credits The Cowley Abbott Auction House

ონლაინ აუქციონს The Cowley Abbott Auction House მასპინძლობს, დევიდ ბოუის ნამუშევრის გაყიდვამდე კი სამ საათზე ნაკლები რჩება.