ათი თვის განმავლობაში 100 საათიანი 3D მეთოდით ბეჭდვის შემდეგ, გერმანიის პირველი 3D საცხოვრებელი სახლი დასრულების პროცესშია და აგვისტოდან ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიში, ბექუმში, ვიზიტორებს გაუღებს კარს.
სახლი შექმნილია Mense-Korte ingenieure + Architekten – ის მიერ, რომელმაც გამოიყენა 3D კონსტრუქციული პრინტერი სახელწოდებით “BOD2”. აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი ყველაზე სწრაფია ბაზარზე არსებულ მოდელებთან შედარებით, რადგან მას ერთი კვადრატული ორმაგის სისქის კედლის დაბეჭდვა შეუძლია 5 წუთში სიჩქარით 2,2მილი/სთ ( 1მ/წმ).
პროექტი განახორციელა PERI- მ, ოჯახის საკუთრებაში მყოფმა კომპანიამ და დანიელმა მწარმოებელმა COBOD- მა, რომელმაც მშენებლობის პროცესი უფრო სწრაფი და ეკონომიური გახადა. გამოყენებული მასალა, “i.tech 3D”, წარმოადგენს HeidelbergCement-ის მწარმოებლების მიერ შექმნილ საბეჭდ კირს, რომელიც სპეციალურად შექმნეს 3D კონსტრუქციული ბეჭდვის უნიკალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და სპეციალურად მოარგეს BOD2 პრინტერს.
საცხოვრებელი ფართი დაახლოებით 160 კვ.მ-ია და შენობაში შესაძლებელია ხუთი ბინის განთავსება. კონსტრუქცია დამზადებულია მრავალშრიანი კედლებისგან, რომლებიც ივსება საიზოლაციო მასალით ან მზა ბეტონით.
პროექტმა უკვე მიიღო გერმანიის ინოვაციის ჯილდო გერმანიის დიზაინის საბჭოსგან. აღსანიშნავია, რომ ეს საბჭო ეხმარება და ცნობს მხოლოდ ისეთ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ თავიანთ ინდუსტრიას ორიგინალურობით, ინოვაციური მიდგომებითა და ეფექტურობით.