Netflix საშუალებას გაძლევთ ნაწილობრივ გადმოწერილ შოუებსა და ფილმებსაც თავიდან ბოლომდე უყუროთ

შეიძლება თქვენც გქონიათ შემთხვევა, როცა ცდილობთ ფრენის დაწყებამდე, ან ინტერნეტის პაკეტის ამოწურვამდე ჩამოტვირთოთ ფილმი ან შოუ Netflix-ის აპლიკაციაში, თუმცა ბოლომდე ვერ ასწრებთ და ამიტომაც ვერც ყურებას ახერხებთ. საბედნიეროდ, Netflix– მა უკვე იპოვა პრობლემის გადაჭრის გზა: 28 ივნისს Netflix-მა ახალი ალგორითმით შესაძლებელი გახადა, რომ მომხმარებლებს Android ტელეფონებითა და ტაბლეტებით დაეწყოთ სატელევიზიო ეპიზოდის ან ფილმის ყურება მანამ, სანამ ჩამოტვირთვა ბოლომდე დასრულდებოდა.

Netflix– მა Offline ჩამოტვირთვების ფუნქცია 2016 წელს შექმნა. ორი წლის შემდეგ მან დანერგა Smart Downloads ანდროიდებზე (რასაც მოჰყვა iOS 2019 – ში), ესაა ფუნქცია, რომელიც ავტომატურად ჩამოტვირთავს შემდეგ სერიას იმ სერიალში, რომელსაც უყურებ და ასევე წაშლის უკვე ნანახ ეპიზოდს. თუმცა, ამ ფუნქციებისთვის აუცილებელი წინაპირობა არის ის, რომ თქვენ გადმოწერილი უნდა გქონდეთ მთელი ეპიზოდი ან ფილმი, სანამ შეძლებთ მის დაკვრას. ნაწილობრივ ჩამოტვირთვის ფუნქციას კი, რომელიც ახლა დაინერგა, არ სჭირდება სრული ჩამოტვირთვა – ეს მას უფრო პრაქტიკულს და მოსახერხებელს ხდის.

 

ნაწილობრივ ჩამოტვირთვის ყურების ფუნქცია თავდაპირველად მხოლოდ Android ტელეფონზე და ტაბლეტებზეა ხელმისაწვდომი (ოპერაციული სისტემის ვერსია 7.64 ან უფრო ახალი). Netflix– მა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში iOS– ზეც იქნება შესაძლებელი ამ ფუქნციის გამოყენება.

 

“ხანგრძლივი ფრენა თუ გახანგრძლივებული სამგზავრო სამუშაოები ჩამოტვირთულ სერიალებისა და ფილმების საშუალებით უფრო გასართობი შეიძლება გახდეს”, – წერს ბლოგზე კეელა რობისონი, Netflix– ის პროდუქტის ინოვაციების ვიცე პრეზიდენტი. „ასე რომ, ჩვენ გვესმის ის  იმედგაცრუება, როდესაც ხვდებით, რომ ვერ ჩამოტვირთეთ ფილმი ან სერიალი არასაიმედო Wi-Fi– ს ან არასაკმირის დროის გამო“. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება ნახევრად ჩამოტვირთვის ფუნქცია – მისი გააქტიურების შემდეგ მშვიდად შეგიძლიათ იყოთ, რადგან თქვენ მაინც შეძლებთ თქვენი საყვარელი გადაცემის ნახვას.

 

ასევე შეგახსენებთ, რომ გასული წლის თებერვალში Netflix– მა დანეგა ახალი ფუნქცია „ჩამოტვირთვები თქვენთვის“, რომელიც ავტომატურად ჩამოტვირთავს თქვენს მობილურ მოწყობილობაზე რეკომენდებულ შოუებსა და ფილმებს (იხილიეთ დეტალურად). ამჟამად ისიც მხოლოდ Android–ზეა არის ხელმისაწვდომი, თუმცა Netflix აცხადებს, რომ მალე აპირებს დაიწყოს ჩამოტვირთვების ტესტირება iOS-ს პლატფორმაზე.

 

Netflix– ის ხაზს იმასაც უსვამს, რომ მისი კატალოგის უმეტესი ნაწილის გადმოწერა და ინტერნეტის გარეშე ყურება შესაძლებელია, მაგრამ აქაც არის გამონაკლისები, რადგან ზოგიერთი ფილმი და სერიალი არის ლიცენზირებული. ამიტომ არ უნდა გაგვიკირდეს, თუ ახალი ფუნქცია ვერ გადმოწერს ყველაფერს იმას, რაც ჩვენ გვსურს.