ფერნანდო ბოტერო: ყველაზე კოლუმბიელი კოლუმბიელ ხელოვანთა შორის


თუ პლუს ზომა მონა ლიზას, პაბლო ესკობარს, ჯვარზე გაკრულ იესოს ანდა კოლუმბიის რომელიღაც რესტორანში მოცეკვავე ბავშვებს შეამჩნევთ, უტყუარად, ფერნანდო ბოტეროს ნამუშევარს მიუქცევია თქვენი ყურადღება. ფერნანდო ბოტერო კოლუმბიელი მხატვარი და მოქანდაკეა. იგი ცნობილი გახდა ადამიანების, ცხოველებისა თუ საგნების გაზვიადებული ფორმებით წარმოჩენით. მიუხედავად ბოტეროს ნამუშევებში პეიზაჟებისა და ნატურმორტების სიჭარბისა, ხელოვანი სიტუაციურ პორტრეტებზეც კონცენტრირდება, ხშირად გადმოაქვს მსოფლიოში ცნობილი გამოგონილი თუ რეალური ადამიანები ტილოზე და მოცულობით ფუგურებად აქცევს.

Photo Credits Getty

ბიძია ტომი ბოტეროს მუზეუმებისა და სხვა კულტურული ინსტიტუტებისაგან იზოლირებულად ზრდიდა, თუმცა ხელოვანის მომავალი პროფესია ბაროკოს სტილმა და მშობლიური ქალაქის, კოლუმბიის, ცხოვრების წესმა განსაზღვრა. თავისუფლების მოყვარე განსხვავებული ახალგაზრდის მცდელობა ბეჯითად ესწავლა იეზუიტთა სკოლაში, წარუმატებელი აღმოჩნდა. დანარჩენებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა ბოტეროს მიერ ასახული სიუჟეტები და გამოხატვის ფორმა. საბოლოოდ კი მკაცრი კათოლიკეების მიერ მართული სასწავლებლიდან პიკასოს სიყვარულისა და მისი საჯაროდ დაცვის გამო გამოაგდეს. მაშინ უკვე ცხადი გახდა, ბოტერო არ მოსწონდათ, თუმცა მას ხატვა აუცილებლად უნდა გაეგრძელებინა. ფერნანდო ბოტერო საკუთარ შემოქმედებაზე ამბობს: “მხატვარს გარკვეული ფორმები იზიდავს, არ იცის რატომ. თქვენ ინტუიციურად იღებთ პოზიციას; მხოლოდ მოგვიანებით ცდილობთ მის რაციონალიზებას ან თუნდაც გამართლებას.”

Melancholy, Fernando Botero

ადრეულ ასაკში ბოტეროს მხატვრული ინსპირაცია როგორც კოლუმბიიდან, ისევე ევროპიდან მარაგდებოდა. პიკასო და ხუან გრისი იყვნენ ის გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც ბოტეროში შემოქმედებითი ფანტაზიის გაღვიძება მოახერხეს. მეხიკოში ცხოვრებისას ბოტერომ საგნების გაზვიადებული პროპორციებით გამოსახვა დაიწყო. პირველი იტალიური მუსიკალური საკრავი მანდოლა იყო. სწორედ ამ ნამუშევრის შემდგომ იწყება ხელოვანის შემოქმედებით კარიერაში მოცულობის გამოკვლევის ეტაპი, რომელმაც მხატვრობის გლობალურად ახალი მიმდინარეობა შექმნა.

Bañista en el río, Fernando Botero

 

La bañista, Fernando Botero

დიდი გამბედაობითა და ხელოვანებისადმი დამახასიათებელი თავდაჯერებულობით ფერნანდო ბოტერომ საკუთარი თავი კოლუმბიელ ხელოვანთა შორის ყველაზე კოლუმბიელად გამოაცხადა. საყურადღებოა, რომ კოლუმბიამ უმნიშვნელოვანესი მხატვრებით, მწერლებითა თუ მუსიკოსებით გაამდიდრა მსოფლიო. მიუხედავად ბოტეროს ასეთი რეგალიისა, იგი მშობლიურ კოლუმბიაში წელიწადში მხოლოდ რამდენიმე კვირას ატარებს. თუმცა, როგორც თავად განმარტა, დანარჩენი კოლუმბიელი მხატვრებსაგან განსხვავებით, ის საერთაშორისო ტენდენციებისაგან იზოლირებულია და შენარჩუნებული აქვს ყველაზე კოლუმბიელი მხატვრის თვისებები.

Head Of Christ, Fernando Botero

კოლუმბიელი ხელოვანის შემოქმედება უამრავ ნახატსა და სკულპტურას მოიცავს, აერთიანებს არაერთ ცნობად სახესა და უარს ამბობს სილამაზის გავრცელებულ სტანდარტებზე. ბოტეროს შექმნილ ზღვის სანაპიროზე მყოფ, მოცეკვავე პლუს ზომა გოგონებთან ერთად მონა ლიზაც მოხვდა. და ვინჩისაგან განსხვავებით, ბოტეროს მონა ლიზა შედარებით მოცულობითია, თუმცა იღიმის თუ არა იგი ბოტეროსთანაც ბუნდოვანია.

ფერნანდო ბოტეროს ფანტაზიით შექმნილ რამდენიმე მონა ლიზას ვიცნობთ. კოლუმბიელმა ხელოვანმა იგი პირველად 1959 წელს დახატა და “Mona Lisa, Age Twelve” დაარქვა. მხატვრობის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ნამუშევრისაგან, აშკარად, ძალიან დაშრებულია ბოტეროსეული მონა ლიზას პირველი ვერსია. სავარაუდოა, რომ თორმეტი წლის მონა ლიზას გამოსახვით მხატვარი ისეთი დიდი პრობლემის წარმოშობის კვლევას შეეცადა, როგორიც მონა ლიზას ღიმილია.

 

და ვინჩის შთაგონებით შექმნილი ნამუშევრები კანონიკური რენესანსის მიმართ ბოტეროს მუდმივი ინტერესის გამომხატველია. კოლუმბიელი ხელოვანი მისსავე შექმნილ “მონა ლიზას სერიაზე” ამბობს: “ლეონარდოს მონა ლიზა იმდენად პოპულარულია, ის უკვე აღარ არის ხელოვნება. იგი ჰგავს კინოს ვარსკვლავს ან ფეხბურთელს. აქედან გამომდინარე, აშკარაა სატირული ელემენტი ჩემს ნახატშიც…”

ფერნანდრო ბოტერო, ყველაზე კოლუმბიელი კოლუმბიელ ხელოვანთა შორის, დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, საინტერესო, ხშირადგაყიდვად და მაღალანაზღაურებად ხელოვანად რჩება.