მეგან მარკლი Netflix-თან ერთად ანიმაციურ სერიალზე მუშაობს

 


მეგან მარკლი და Netflix ანიმაციური სერიალის გამოშვებაზე მუშაობენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის კომპანია Archewell-მა გაავრცელა.

Photo Credits Getty

მეგანისა და Netflix-ის ერთობლივი პროექტი ისტორიული ფაქტებისა და ფანტასტიკური მოვლენების გაერთიანებით გავლენიანი ქალების ამბებსა და თავგადასავლებს მოგვითხრობს.

Netflix-ის განცხადების მიხედვით, ანიმაციური სერიალი ამბავს ჰყვება თორმეტი წლის გოგოს შესახებ, რომელიც ისტორიის უმნიშვნელოვანეს ქალებს ხვდება. “როგორც მისი ასაკის ბევრი გოგონა, ჩვენი გმირი პერლიც საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესშია, იგი ცდილობს ყოველდღიური გამოწვევების დაძლევას,” – ამბობს ამავე განცხადებაში მეგან მარკლი.

ანიმაციური სერიალი ჯერ კიდევ შემუშავების ეტაპზეა, ამიტომაც პრემიერის თარიღი ამ დრომდე უცნობია.