მაშინ როდესაც სოციალური ქსელით უამრავი ადამიანი სარგებლობს, ადვილია გაავრცელო ინფორმაცია, რომელიც რეალობას მთლიანად ან ნაწილობრივ ჩამოშორებულია. დღესდღეობით ე.წ. “ფეიქ ნიუსი” პრობლემას წარმოადგენს, რადგან ერთი შეხედვით უვნებელმა ტყუილმა, რომელიც ყოველდღიური ინფორმაციის ნაკადში გვხვდება, შეიძლება უდიდესი გავლენა იქონიოს სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე.
სწორედ ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით ბრიტანეთში, Sixth Form Colleges Association (SFCA)-მა ონლაინ გამოფენა გამართა, სადაც 250-მდე სტუდენტის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. გამოფენა ასახავს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ახალგაზრდებს ყალბი ინფორმაციის მიმართ და როგორ ახერხებენ თანამედროვე სამყაროში არსებულ უამრავ ინფორმაციაში იმის გარკვევას, თუ რა არის სიმართლე და რა – არა.

ასევე მნიშვნელოვანია ქვევით მოცემული ნამუშევარიც, რომელშიც არაფერი იქნებოდა საეჭვო, რომ არა სურათში მყოფი ადამიანებისთვის ოსტატურად დაფოტოშოპებული პირბადეები, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რა მარტივია თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ნებისმიერი ინფორმაციის გაყალბება.

გამოფენაზე წარდგენილი სხვა ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ საიტზე – https://www.sixthformcolleges.org/1551/sfca-art-exhibition-2021-fake-news