12 შეცდომა, რომელიც რემონტის დროს არ უნდა დაუშვათ

ზაფხულის შემოსვლასთან ერთად ცხოვრებაში სიახლეების ძებნა მრავალმა ჩვენგანმა დაიწყო. მათთვის, ვისაც უახლოეს პერიოდში რემონტი აქვს გადაწყვეტილი, საქართველოს ბანკს უპრეცედენტო შეთავაზება აქვს. საქართველოს ბანკის რემონტის სესხით  13 აგვისტომდე სარგებლობისას მომხმარებელი ექსკლუზიური უპირატესობებითა და ფასდაკლებებით ისარგებლებს ისეთ ქსელებში, როგორებიცაა „გორგია“, „ელიტ ელექტრონიქსი“, „ახალი ნათება“ და სხვები. სანამ სახლის გარემონტებას შეუდგებოდეთ, „თორმეტი“ იმ თორმეტი ხშირად დაშვებული შეცდომის შესახებ გაგაფრთხილებთ, რომელთაც რემონტისას აუცილებლად უნდა ერიდოთ.

დეტალური ინფორმაცია საქართველოს ბანკის რემონტის სესხის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე gaaremonte.ge

1. არ დაიწყოთ რემონტი წინასწარი გეგმის გარეშე

რემონტის პროექტის დაწყებამდე აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ არქიტექტორს ან ინტერიერის დიზაინერს, რათა სახლის გეგმა დაახლოებით მაინც გქონდეთ წარმოდგენილი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვადასხვა ნივთი და საგანი მოსალოდნელზე ზედმეტ ადგილს დაიკავებს და მთლიან ნამუშევარს წყალში ჩაგიყრით.

 

2. არ დაისახოთ არარეალური დრო სარემონტოდ

სახლის გარემონტება მრავალმა ისეთმა ფაქტორმა შეიძლება შეაფერხოს, როგორებიც ცუდი ამინდი და მასალების მიწოდების დროა. შესაბამისად, მზად იყავით, რომ რემონტის დასრულების თარიღი თქვენი სურვილის გარეშეც მუდმივად შეიძლება შეიცვალოს.

 

3. არ გადატვირთოთ ოთახი ზედმეტი ავეჯით

ზედმეტმა ავეჯმა შეიძლება ოთახი დააბნელოს და სამოძრაოდაც ნაკლები თავისუფალი ადგილი დატოვოს. ამის გამო უმჯობესია, თუ ჭურჭლის ან ტანსაცმლის შესანახად რამდენიმე კარადის მაგივრად ერთ კომპაქტურ ვარიანტს აარჩევთ.

 

4. არ დაკმაყოფილდეთ ყველაზე იაფი ვარიანტით

მასალების ყიდვისას ყველაზე იაფი ვარიანტის შეძენა ერთგვარი ცდუნებაა, თუმცა დანახარჯი პერსპექტივაში ორ-სამჯერ ძვირიც კი შეიძლება გამოვიდეს. სჯობს მატერიალი ხარისხიანი იყოს, ვიდრე იაფი. ყველაზე იაფი მასალები მხოლოდ დეკორატიული მიზნებისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ.

 

5. არ გადაუხვიოთ ბიუჯეტიდან

რემონტისას არაერთ გაუთვლელ წინაღობასა და გაუწერელ დანახარჯს გადააწყდებით. მსგავსი შემთხვევებისთვის თანხის მობილიზება ბევრად უფრო მარტივი იქნება, თუკი თავდაპირველი ბიუჯეტიდან არ გადაუხვევთ და გადადებულ ფულს მაქსიმალურად გამოიზოგავთ.

 

6. არ მოექცეთ დროებითი ტრენდების გავლენის ქვეშ

რემონტისას ინსპირაციის წყაროდ სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ტენდენციებს იყენებენ ხოლმე. აუცილებელია, რომ სახლის დიზაინი მხოლოდ თქვენი და თქვენი დიზაინერის გემოვნებით აარჩიოთ, რაც უფრო დიდ ხანს გასტანს, სახლის სტილიც და ღირებულება კი მაღალ დონეზე შენარჩუნდება.

 

7. არ შეიძინოთ მასალები გადაუმოწმებლად

ბოლო ხანებში მიღებული პრაქტიკაა სამშენებლო მასალების ინტერნეტით შეძენა. ამის გამო არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ყველა მასალა ყველა ოთახს ვერ მოერგება, ამიტომ უმჯობესია თავად წახვიდეთ (ან საქმის პროფესიონალს სთხოვოთ წასვლა) სამშენებლო მასალების მარკეტში და სწორი მატერიალი ადგილზე შეარჩიოთ.

 

8. არ დააყოვნოთ გადაწყვეტილებების მიღება

რემონტისას არაერთხელ მოგიწევთ ორი თუ მეტი განსხვავებული დიზაინისა და ფუნქციების პროდუქტს შორის არჩევანის გაკეთება, რაც მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოახერხოთ. თქვენთვისაც და რემონტის სხვა წარმმართველებისთვისაც უმჯობესი იქნება, რომ რემონტის დაწყებამდე ყველა მასალა არჩეული და შეძენილი იქნება.

 

9. არ გადაყაროთ ქვითრები

რემონტისას თითქმის გარდაუვალია ზედმეტი და არასწორი მასალის შეძენა. ქვითრების შენახვისას საჭიროების შემთხვევაში შეგეძლებათ ეს მასალები უკან დააბრუნოთ ან გადაცვალოთ. ამასთან, ადვილად შეძლებთ თქვენი დანახარჯების დათვლას.

 

10. არ გადატვირთოთ სახლი ზედმეტი სველი წერტილებით

ბოლო დროს საკმაოდ ხშირად შეხვდებით სახლებში რამდენიმე სააბაზანოს. საჭიროზე მეტი სველი წერტილის დამატება უფრო გრძელ წყალსადენსა და ელექტროდენის გაყვანილობას მოითხოვს, რაც ზედმეტ ხარჯს საჭიროებს და ზედმეტ ფართობსაც აუცილებლად დაიკავებს.

 

11. არ ამჯობინოთ სტილი პრაქტიკულობას

ერთი შეხედვით, სახლის შეფასებისას სტილი ერთ-ერთი უმთვრესი კრიტერიუმია, თუმცა მისი პრაქტიკულობასა და ფუნქციონირებაზე მაღლა დაყენება დაუშვებელია. მართლაც, სახლის უმთავრესი მოვალეობა მისი მაცხოვრებლებისთვის პრაქტიკული გარემოს შექმნაა. საუკეთესო ვარიანტში რემონტის შემდეგ თქვენი სახლი პრაქტიკულობისა და დიზაინის იდეალური ნაზავი უნდა გამოვიდეს.

 

12. არ გააკეთოთ პრაქტიკული მოწყობილობები საკუთარი ხელით

ზოგიერთ ჩვენგანს მართლაც აქვს შესაძლებლობა ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთების, თუმცა საკამოდ არარეალურია, რომ ერთმა ადამიანმა დააგოს კაფელიც, ფიცარნაგიც, დაამზადოს ჭაღი და ასე შემდეგ. ასეთი საქმე უმჯობესია პროფესიონალს მიანდოთ, საკუთარი კრეატიულობა კი დეკორაციებისაკენ მიმართოთ.