ტენდენციები და რჩევები საცხოვრებელი სახლის განახლებისთვის

როგორც უკვე იცით, საქართველოს ბანკს რემონტის სესხის უპრეცედენტო შეთავაზება აქვს. ბანკის რემონტის სესხით 13 აგვისტომდე სარგებლობისას ექსკლუზიურ ფასდაკლებებს მიიღებთ ათამდე მაღაზიათა ქსელში, რომელთა შორისაცაა კომფორტერი, ბელჰაუსი, ზოდი და სხვები. სანამ რემონტს დაიწყებდეთ, „თორმეტი“ დიზაინისა და რენოვაციის იმ თორმეტ ტრენდს გაგაცნობთ, რომლებსაც 2021 წელს ხშირად შეხვდებით.

დეტალური ინფორმაცია საქართველოს ბანკის რემონტის სესხის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე gaaremonte.ge

1. სავარჯიშო სივრცე

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, სავარჯიშო დარბაზები იმდენად აქტიური ვეღარაა, როგორც მანამდე იყო და, სავარაუდოდ, კიდევ საკმაო ხანი ასე გაგრძელდება. ამის გამო არაერთმა ოჯახმა დაიწყო სახლებში სავარჯიშო სივრცეებისა თუ ოთახების მოწყობა. პანდემიის დასრულების შემდეგაც კი ასეთი სივრცეები დროის დაზოგვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

 

2. კაბინეტები

პროფესიონალური შეხვედრების ონლაინ-სამყაროში გადმონაცვლებამ აუცილებელი გახადა სახლებში საქმიანი გარემოს შექმნა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, „კაბინეტად“ სულაც არაა აუცილებელი რომელიმე ოთახი გადავაქციოთ: სახლის ოფისის ფუნქცია თავისუფლად შეიძლება რომელიმე ჩაშენებულმა კარადამ ან საძინებლის კონკრეტულმა კუთხემ შეითავსოს.

 

3. მეტი ოთახი

კვლავაც ზემოხსენებული მიზეზის გამო, რამდენიმე ოთახის ერთ დიდ ოთახად გაერთიანება მოდიდან გადავიდა. ოთხსულიან ოჯახს სამსახურისა და სკოლის კონფერენციებზე ჩასართავად უკვე ოთხი ოთახი სჭირდება. ამიტომ უმჯობესია, თუ ოთახებს შორის კედლების მოშლის ნაცვლად მათ გადატიხრვაზე იფიქრებთ.

 

4. სარდაფის გამოყენება

რემონტისას აქამდე სარდაფს დიდ ყურადღებას თითქმის არავინ აქცევდა ხოლმე. ახლა, როცა თითოეულმა ოთახმა უფრო დიდი დატვირთვა შეიძინა, განტვირთვისა და დასვენების ადგილად სარდაფი შეგიძლიათ შეარჩიოთ.

 

5. ხმაგაუმტარი მასალები

მაშინ, როცა დროის უდიდეს ნაწილს ოჯახის თითოეული წევრი სახლში ატარებს, სენსიტიურ თემებზე საუბარი და სიჩუმე ბევრისთვის სანატრელი გახდა. რემონტისას ხმაგაუმტარი მასალების გამოყენების შემდეგ უფრო ადვილად შეძლებთ, რომ პირადი სივრცე თქვენთვისაც და ოჯახის სხვა წევრებისთვისაც შეიქმნათ.

 

6. ბუნებრივი აქცენტები

ბოლო დროს უფრო და უფრო მოდური ხდება სახლში ბუნებრივი ხის გამოყენება და მზის სინათლის შემოშვებისთვის მეტი ფანჯრის დაყენება. ასეთი მიდგომა ბევრად უფრო პრაქტიკული და, ცხადია, ბუნებრივია და თანამედროვე სტილთან ერთად სახლს განსხვავებულ ელფერს სძენს.

 

7. მრავალზონიანი სამზარეულო

თავისი არსით სამზარეულო რამდენიმე ფუნქციას უკვე ითავსებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კერძის მომზადების თითოეული ფაზისთვის ცალკე სივრცე გქონდეთ გამოყოფილი. უმჯობესი იქნება, თუ სამზარეულოში სხვადასხვა ადგილს გამონახავთ პროდუქტების დაჭრისთვის, ჭურჭლის გარეცხვისა თუ ცხობისათვის.

 

8. დიდი ფართობის კაფელი

სააბაზანოს კედლის ვიწრო კაფელით მოპირკეთების ნაცვლად, წელს საკმაოდ ტრენდულია კაფელის დიდი ფართობის ფილებით დაგება. მსგავსი ვარიანტი სააბაზანოს გაწმენდასა და დალაგებას ბევრად უფრო აადვილებს. ამასთან, დიდი ფილები ოთახს თავისუფლების განცდას მატებს.

 

9. ყავისფერისა და კრემისფერის დომინირება

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ბუნებრივი აქცენტები ნელ-ნელა უფრო პოპულარული ხდება. ამის გამო, კვლავ ტრენდულია ყავისფერის, კრემისფერის, ბეჟისა და მსგავსი ფერების გამოყენება. როგორც ვარაუდობენ, ეს ფერები სახლებში თეთრსა და ნაცრისფერს სრულად ჩაანაცვლებს.

 

10. ღია ტიპის ოთახები

უკვე აშენებულ სახლში ოთახების გადანაცვლება და მიმატება რთულია, თუმცა აივნისა და ვერანდასათვის მეტი ადგილის გამოყოფა თქვენი ოჯახისთვის საკმაოდ მომგებიანი უნდა იყოს. მსგავსი ღია ტიპის ოთახები შეგიძლიათ როგორც დასასვენებლად თუ სავარჯიშოდ, ისე სამუშაოდ და კონცენტრაციის მოსაკრებად გამოიყენოთ.

 

11. მეტი ჩამრთველი

ოჯახის მეტი წევრის სახლში დარჩენამ მეტი ჩამრთველის, როზეტის საჭიროებაც მოიტანა. ხშირად ერთდროულად გვსურს ხოლმე ტელეფონის დატენვაც, ტელევიზორის ყურებაც და ღუმელში საჭმლის მომზადებაც, რაც რამდენიმე ჩამრთველს ერთად ტვირთავს და ახლის დამატების სურვილს აჩენს.

 

12. მულტიფუნქციური სააბაზანო

ბოლო ხანებში სააბაზანო ოთახი ბევრისთვის განტვირთვის მთავარ ადგილად იქცა. ამის გამო, საკმაოდ ტრენდული გახდა დიდჭავლიანი შხაპებისა და ფართო აბაზანების დადგმა. ამასთან, სააბაზანო ოთახი შეგიძლიათ პირად სპად აქციოთ და რელაქსაციის პროცესი ბევრად უფრო სასიამოვნო გახადოთ.