მითითებები, თუ როგორ გავხადოთ სახლი ეკო-მეგობრული

საქართველოს ბანკის რემონტის სესხის შეთავაზების დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ბანკი უნიკალურ პირობებს გთავაზობთ, როგორებიცაა პროცენტის შემცირების შესაძლებლობა, საკრედიტო შენატანის დაზღვევა და სხვა. დღევანდელ სტატიაში „თორმეტი“ თორმეტ რჩევას მოგცემთ, რათა თქვენი სახლი უფრო ეკო-მეგობრული გახადოთ.

დეტალური ინფორმაცია საქართველოს ბანკის რემონტის სესხის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე bit.ly/3ySreO8

1. დააყენეთ იატაკქვეშა გათბობა

იატაკქვეშა გათბობა, რადიოატორებისგან განსხვავებით, საკმაო ენერგიას ზოგავს, რადგანაც გასაცხელებლად თითქმის 30 გრადუსით ნაკლები ტემპერატურა ესაჭიროება. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ გარემოსთვის, არამედ თქვენთვისაც უკეთესი იქნება, რადგან ზამთარში გათბობისთვის ნაკლების გადახდა მოგიწევთ.

 

2. გამოიყენეთ LED-ნათურები

LED-ნათურები, ჩვეულებრივი ნათურებისაგან განსხვავებით, ენერგიის დიდ ნაწილს არა სითბოში, არამედ სინათლეში გარდაქმნის. ამასთან, კარგი ხარისხის LED-ნათურამ შეიძლება 20 წელზე მეტ ხანსაც კი გაძლოს, რაც გარემოს ნაკლებად დააბინძურებს, თქვენ კი იშვიათად მოგიწევთ ნათურის გამოცვლა.

 

3. დააყენეთ მზის ენერგიის პანელები

მართალია, კორპუსებსა და სადარბაზოებში მზის ენერგიის პანელების დაყენება რთულია, თუმცა კერძო სახლის გარემონტების შემთხვევაში ეს ვარიანტი აუცილებლად უნდა განიხილოთ. ელექტროდენისა და მზის ენერგიის შერწყმამ თავიდან, შესაძლოა, მეტი თანხა დაგახარჯინოთ, თუმცა შორ პერსპექტივაში დანახარჯებიც და გარემოს დაბინძურებაში თქვენი წვლილიც აუცილებლად შემცირდება.

 

4. არ დაგავიწყდეთ თბოიზოლაცია

ოთახების თბოიზოლაცია რემონტისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. იზოლირებული ოთახები წელიწადის ნებისმიერ დროს ტემპერატურას მაქსიმალურად ინარჩუნებს და ხელოვნურ თერმორეგულაციას ნაკლებად მოითხოვს.

 

5. დააყენეთ წყლის ფილტრი

სამზარეულოში წყლის ფილტრის დაყენებით უფრო იშვიათად მოგიწევთ ბოთლებით წყლის ყიდვა და შემდეგ მათი გადაყრა. ფილტრის დაყენება ნიჟარის ქვემოთაც შეგიძლიათ, რათა ოთახში ადგილი ზედმეტად არ გადაიტვირთოს.

 

6. იყიდეთ დაბალჭავლიანი საშხაპე

დაბალჭავლიან საშხაპეში ბანაობისას დიდ განსხვავებას ვერ შეამჩნევთ, თუმცა ფაქტია, რომ ეს ცვლილება წყალს საგრძნობლად დაზოგავს. ამასთან, სასურველია, თუ სააბაზანო ოთახში ზედმეტ დროს არ გაატარებთ, რათა ნაკლები წყალი დაიხარჯოს.

 

7. არ გამოცვალოთ ყველაფერი

ხშირად რემონტისას მიიჩნევენ, რომ სახლში ძველი არაფერი არ უნდა დატოვონ. ცხადია, სახლისთვის ახალი ავეჯის თუ მოწყობილობების შეძენა აუცილებლად მოგიწევთ, თუმცა უმჯობესია, თუ ძველ ნივთებს არ გადაყრით და უბრალოდ სტილს შეუცვლით, რათა ახალ დიზაინს მოერგოს.

 

8. შეღებეთ კედლები ეკოლოგიური საღებავით

კედლების შესაღებად ქიმიკატებისგან გაწმენდილი საღებავის გამოყენება ნაკლებ დისკომფორტს შეგიქმნით და, ამასთან, გარემოსაც ნაკლებად დააბინძურებს. წყალზე დაფუძნებულ საღებავებს თითქმის არ აქვთ სუნი და უმეტესობა ჭუჭყს ადვილად იშორებს.

 

9. დაფიქრდით ბუხარზე

ბუხრის გამოყენება ზამთარში ენერგიას საგრძნობლად ზოგავს. ამასთან, ბუხრები ესთეტიკურად სასიამოვნოცაა და ოთახს ხიბლს მატებს. ბუხრის არჩევისას უმჯობესია თუ არჩევანს მაქსიმალურად ეკო-მეგობრულ ვარიანტზე შეაჩერებთ, რომელიც ბიოეთანოლის საწვავით ინთება და ნაკლებ კვამლს წარმოქმნის.

 

10. აუცილებლად დაკიდეთ ფარდები

ფარდა-ჟალუზი მხოლოდ პირადი სივრცის დაცვისთვის არ გამოიყენება. დაკეტილი ფანჯარაც კი სიცხესა და ცივ ჰაერს (სეზონის შესაბამისად) ოთახში უშვებს, თუკი ფარდით არაა გადაფარული. ფარდებისა და ჟალუზების დაყენება ზამთარსა და ზაფხულში კონდიციონერის გამოყენებას ნაკლებად მოითხოვს.

 

11. შეარჩიეთ სწორი ვენტილაცია

სახლში სწორი ტიპის ვენტილაციის დაყენება თქვენი ჯანმრთელობისთვისვე იქნება უკეთესი, რათა ჰაერში კანცეროგენების კონცენტრაცია მაქსიმალურად დაბალ დონემდე დავიდეს. ამასთან, ოთახებში აუცილებლად უნდა იყოს ფანჯრები, რათა ბუნებრივი ვენტილაციაც საკმარისად განხორციელდეს.

 

12. არ გადაყაროთ ძველი ნივთები

როგორც უკვე ვახსენეთ, რემონტისას ძველი ნივთებისა და ავეჯის გამოცვლას გვერდს ვერ აუვლით. ის ავეჯი, რომელიც თქვენს ახალ ხედვაში არ ჯდება, შეგიძლიათ მეორადი ავეჯის მაღაზიებსა თუ საწყობებში ჩააბაროთ, რათა ისინი მათ ხელში აღმოჩნდნენ, ვისაც ნამდვილად სჭირდება.