“ესე იტყოდა ზარატუსტრა” – წიგნი ყველასთვის და არავისთვის

ფრიდრიხ ნიცშე გამორჩეული გერმანელი მოაზროვნეა, რომლის ნამუშევრებიდან მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და საუკუნეებს უძლებსესე იტყოდა ზარატუსტრა“. დროის უსამართლობა ნიცშემ საკუთარ თავზე გამოსცადა. იმ პერიოდში, როდესაც მძიმე სენით დაავადებული ღრმა ფილოსოფიურ თხზულებებს ქმნიდა, მისი პიროვნება და შემოქმედება ფართო საზოგადოებისთვის ისევ და ისევ უცნობი რჩებოდა. მისი დიდების ათვლის წერტილი კი 1900 წელია წელი, როდესაც ის გარდაიცვალა.  

მისი ქართულად თარგმნის ისტორიაც არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია. თარგმნა არაერთხელ უცდიათ, მაგრამ სურვილი სურვილადვე რჩებოდა. მსგავსი მცდელობა ჰქონია კონსტანტინე გამსახურდიასაც, რომელიც ერთერთ პირველ ნიცშეანელად გვევლინება საქართველოში. პირველი ქართული თარგმანი ეკუთვნის ერეკლე ტატიშვილს, ქართველ ლიტერატორს, რომელიც გახდა საბჭოთა კავშირის დიქტატურის მსხვერპლი. მის მიერ ნათარგმნი ეს ნაწარმოები განსაკუთრებული სასწაულით გადაურჩა საბჭოთა ცენზურას. წიგნი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ იბეჭდებოდა და 1993 წელს ტატიშვილისეული თარგმანი პირველად გამოიცა და ეზიარა მზის სინათლეს

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ნიკო ჭავჭავაძე აღნიშნავს, რომ მის უნივერსისტეტში სწავლების პერიოდში ნიცშესი მხოლოდ გინება იყო დაშვებული და იმედს გამოთქვამს, რომ ამ წიგნის დაბეჭდვა თავისუფალი საქართველოს მაშენებელთ დაეხმარებათ გარდაქმნანგაუცხოებულისამყარო

იმორალისტი ზარატუსტრარომელიც სიკეთისა და ბოროტების მიღმა დგას ამკვიდრებს მსოფლმხედველობას, რომელიც ნიცშეს თანადროული ცხოვრების წესისა და კულტურის საწინაანღმდეგოა. წიგნი ოთხი ნაწილისგან შედგება და თითოეულ მათგანში სხვადასხვა პრობლემები იჩენენ თავს

დებულება, რომელიც გვეუბნება, რომღმერთი მკვდარიამიგვითითებს დასავლური კულტურის კრიზისზე. ეს თეზისი ნათელი გამოხატულებაა იმ პროცესისა, რომელიც ნიცშეს თანადროულ ევროპასა და კაცობრიობის სულიერ ცხოვრებას ახასიათებს. ტრადიციული, უმაღლესი ღირებულებები გაუფასურდა, ის ღირებეულებები გაუფასურდა, რომელიც ადამიანს მყარ ორიენტირებს აძლევდა, ხოლო ის, რაც აქამდე იდეალური და მარადიული ჩანდა ცდომილება, ილუზია აღმოჩნდა. მსგავს რეალობაში ადამიანი საკუთარი თავის ანაბარა რჩება ანუ იგიგადაგდებულმდგომარეობაშია, საკუთარი თავის გარდა სხვა არავისი იმედი აქვს, ამგვარად კი ნიჰილიზმის ეპოქა დგება

განდეგილობიდან ათი წლის შემდეგ ზარატუსტრა გადაწყვეტს ადამიანებთან დაბრუნებას, მას გზად მისივე ანტიპოდი განდეგილი შეხვდება, რომელმაც არ იცის, რომ ღმერთი მკვდარია და სურს შვება ღმერთთან ურთიერთობაში იპოვოს. ზარატუსტრასთვის კი ამგვარი ცხოვრება სრულიად აზრს მოკლებულია და სურს, რომ ადამიანებს ძღვენი მიუტანოს თავისი ცოდნის სახით და ასწავლოს მათ როგორი უნდა იყოს და ამავდროულად როგორი არ უნდა იყოს ადამიანი სამყაროში, სადაც ღმერთი არ არსებობს. იგი გვიხატავსუკანასკნელ ადამიანს“, რომელიც ღმერთის პირმშოა პატარა ზრახვებითა და დემოკრატიული იდეებით. ზარატუსტრა ასევე ხედავს ადამიანის ცხოვრების სხვა შესაძლებლობას ზეკაცის სახით. ზეკაცი იდეალია, რომლის მიღწევაც მხოლოდ საკუთარი თავის დაძლევით, გადალახვითაა შესაძლებელი, რაც გულისხმობს ყალბი მსოფლმხედველობისგან, ღირებულებებისგან განთავისუფლებას. ღმერთის სიკვდილის აღიარებით ნიცშე ამტკიცებს, რომ შემოქმედი არის არა ღმერთი, არამედ ადამიანი, რომელიც თავდაპირველად ქმნის ღირებულებებს, რომლის მეშვეობითაც წარმართავს საკუთარ ცხოვრებას.

ცხოვრება ზარატუსტრასთვის ნებათა ბრძოლაა. იქ, სადაც არ არის ბრძოლა მხოლოდ სიკვდილი შეიძლება იყოს. ნიცშე ყველასგან განსხვავებულად უყურებს თანასწორობასა და სამართლიანობას. უთანასწორობა სიცოცხლის ბრძოლაში აღმოცენდება, ხოლო ნიცშე ებრძვის მათ, ვინც ამ უთანასწორობის მტერია. ის გვეუბნება, რომ თანასწორობის ქადაგება მხოლოდ უძლურებს ძალუძთ, ვინაიდან მათ არ შეუძლიათ იბატონონ სხვაზე.

მთაზე, სიმაღლეზე ასვლა ჭეშმარიტების მწვერვალისკენ, ზეკაცისკენ სვლის სიმბოლოა, თუმცა ამ გზაზე ადამიანს მრავალი დაბრკოლების გადალახვა უწევს. ჯუჯა ზარატუსტრას მხრებზე აზის, მას თავისი აზრებით ამძიმებს და ამით უფსკრულისკენ ეზიდება. ზარატუსტრას აქვს ძალა, რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია გაიმარჯვოს ჯუჯას აზრებზე, მისი ძალა კი სიმამაცეში მჟღავნდება. ზარატუსტრა საუბარს იწყებს გზებზე, რომლებსაც მივყავართ უსასრულოდ ერთს მომავლისკენ, ხოლო მეორეს წარსულისკენ მათ შორის არსებული ჭიშკარი კი აწმყოა. ზარატუსტრასთვის წარსული და მომავალი არ შეიძლება დაპირისპირებული იყოს, ვინაიდან ჭიშკრის უკან მიმავალი გზა უსასრულოა ეს გულისხმობს იმას, რომ ყველაფერი რაც კი შეიძლება მომხდარიყო წარსულშივე მოხდა და იგი უსასრულოდ გრძელდება, ამ თეორიას თუ გავყვებით მივალთ იმ დასკვნამდე, რომ დრო წრეა და ყველაფერი განმეორებადია ანუ როდესაც ვფიქრობთ მომავლისკენ სვლაზე პირიქით უსასრულო წარსულში მივიწევთ. 

ზარატუსტრა კვლავ მთებისკენ მიიწევს, იქ მიიწევს, სადაც მისი სამშობლო ანუ მარტოობაა. ზარატუსტრა საბოლოოდ ხვდება მაღალ ადამიანებს მათ შორის არიან ისინი, ვისაც აქამდეც შეხვედრია. მას ესმის გასაჭირში მყოფი ადამიანების ხმა და ცდილობს იპოვოს ისინი. გზად შეხვდება ორ მეფეს, განდეგილს, მოხუც პაპს, რომელიც უსამსახუროდ დარჩა , რადგან ღმერთი მოკვდა, შეხვდება ასევე საკუთარ ჩრდილს, რომელიც თავისივე მნგრეველი და უარმყოფელი ბუნების გამოხატულებაა. გასაჭირში მყოფი ადამიანების ხმა ზარატუსტრას მისივე გამოქვაბულიდან ესმოდა და ეს იყო ხმა მაღალი ადამიანებისა. მიუხედავად იმისა, რომ ზარატუსტრა ხელგაშლილი ხვდება მათ, მან იცის, რომ ისინი მისთვის არც საკმარისად ძლიერნი არიან და არც მაღალნი, ამიტომ ზარატუსტრასთვის ისინი მხოლოდ იმ ხიდს წარმოადგენენ, რომელზეც უმაღლესმა ადამიანებმა უნდა გაიარონ.

დროის ძალიან კარგი ნიშანია ნიცშეს ნაწარმოებების თარგმნა და გამოცემა, ასევე ძალიან კარგი ნიშანია უნივერსიტეტებში არსებული სპეციალური კურსები, რომელთა მიზანიც თავად ნიცშესი და და მისი ფილოსოფიის სწავლებაა, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ თუ მისი ნაწარმოებების ბრმად კითხვას გავაგრძელებთ, საბოლოოდ, როგორც ნიკო ჭავჭავაძე აღნიშნავდა, მივალთ მხოლოდ და მხოლოდ მის გინებამდე მსგავსი დამოკიდებულება  მოსალოდნელიცაა, რადგან ნიცშეს გაგება ყველას არ შეუძლია, რადგან ისინი შეგუებულნი არიან მასობრივი ცნობიერების თაღზე გამოჭრილ ცხოვრების წესს.