ედ შირანმა ახალი ალბომი დააანონსა

ცნობილმა ინგლისელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ედ შირანმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე მეოთხე სადებიუტო ალბომი, სახელად „Equals” დაანონსა. გამოსვლის თარიღი 29 ოქტომბერია, თუმცა არტისტის თაყვანისმცემლებს ალბომის წინასწარ შეკვეთა უკვე შეუძლიათ. მომღერალმა აღნიშნულ ალბომზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო და მასში 14 სიმღერაა გაერთიანებული.

 

ახალი ალბომის გარეკანზე პეპლებია გამოსახული. ოჯახთან ერთად შვებულების გატარებისას ედ შირანმა საკუთარ Instagram Live-ზე საუბრისას აღნიშნა, რომ „გამოსახულება აღნიშნავს ახალ ცხოვრებას – იმას, რაც მე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გამოვიარე, მათ შორის დაქორწინება, შვილის ყოლა, მეგობრის დაკარგვა…“

შეგახსენებთ, რომ ედ შირანის ბოლო ალბომი 2019 წელს გამოვიდა, სახელად “No.6 Collaborations Project”, რომლის ფარგლებშიც მუსიკოსს სხვა ცნობილ არტისტებთან მუშაობა მოუწია.