12 რჩევა, რომელიც აბაზანის გარემონტებაში დაგეხმარებათ


საქართველოს ბანკი რემონტის სესხს  გთავაზობთ. სესხის ამ ფორმით აღების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ არაერთ შეღავათიან პირობას, მათ შორის პროცენტის შემცირების შესაძლებლობასა და საკრედიტო შენატანის დაზღვევას. სანამ რემონტს გადაწყვეტდეთ, “თორმეტი” ეცდება დაგეხმაროთ თქვენს აბაზანაში  ცვლილებების შეტანასა და გაუმჯობესებაში.

დეტალური ინფორმაცია საქართველოს ბანკის რემონტის სესხის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე gaaremonte.ge

1. საშხაპის ლოკაციის შეცვლა

საშხაპის გადანაცვლებამ შეიძლება აბაზანა რადიკალურად შეცვალოს და ოთახში უფრო დიდი სივრცის შეგრძნება გაგიჩინოთ. ამ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილება მისი კარის საპირისპირო კედელზე მოთავსებაა, რაც საკმარის ადგილს დატოვებს სხვა საჭირო ნივთების განსათავსებლად.

2. ფრთხილად შერჩეული მასალა

სააბაზანო ოთახებში ყველაზე ხშირი არჩევანი ბუნებრივი ქვა და კაფელია, რომლებიც მარტივად უძლებენ სისველეს და ელეგანტურობითაც გამოირჩევიან. ეს ფაქტორი აბაზანის რემონტისას უმნიშვნელოვანესია, რადგან არასწორად შერჩეულმა მასალამ შეიძლება მისი მარტივად გაფუჭება და დამახინჯება გამოიწვიოს. სააბაზანოში შპალერის გამოყენება, რა თქმა უნდა, რისკიანი არჩევანია, თუმცა მისი სწორ ადგილას განთავსებით და სისველის წერტილებისგან გარიდებით შეგიძლიათ ოთახი გაალამაზოთ.

3. ჩაშენებული თაროები და კარადები


თაროებსა და კარადებს სააბაზანოს დიდი ნაწილები უჭირავთ, ისინი იკავებენ იმ სივრცეს, რომლის ათვისებაც სხვანაირად უფრო ხელსაყრელი იქნება. ამის უზრუნველსაყოფად გთავაზობთ მათ კედლებში ჩაშენებას. ამგვარად, თქვენ შეძლებთ ადგილის გათავისუფლებასა და აბაზანისთვის უფრო თანამედროვე იერის მიცემას.

4. ნათელი ფერები

სააბაზანო ოთახებში ყველაზე მნიშვნელოვანი სისუფთავის შეგრძნებაა, რაშიც სწორედ ნათელი ფერები დაგეხმარებათ. მათი საშუალებით მარტივი გახდება ოთახში შესვლისთანავე კომფორტულობისა და სისუფთავის გრძნობა დაგეუფლოთ.

5. განცალკევებული აბაზანა


კედელზე მიშენებული აბაზანა შეიძლება სივრცის წამრთმევი ფაქტორი აღმოჩნდეს, მისი დიზაინი მარტივად ჰბადებს გადატვირთულობის შეგრძნებას და ნაკლებად მიმზიდველია თვალისათვის. ამის საპირისპიროდ, განცალკევებული აბაზანის დადგმა არის როგორც ყველაზე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, ისე ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილება.

6. შესანახი სივრცე

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სააბაზანო ოთახში მნიშვნელოვანია სივრცის დაზოგვა, რაშიც როგორც ჩაშენება, ისე დიდი შესანახი სივრცეების გამოყოფა და მათი შესაბამის ადგილებზე მოთავსება დაგეხმარებათ. შესანახი კაბინეტები შეგიძლიათ კედლებზე, მაღლა მოათავსოთ.

7. დიდი სარკეები

სარკეების დამატება ან დიდი სარკეების სააბაზანოში მოთავსება შექმნის როგორც უფრო დიდი სივრცის, ისე დახვეწილობის შეგრძნებას. მისი საშუალებით ოთახი უფრო განათებული იქნება, რაც ფინანსების დაზოგვის საშუალებას მოგცემთ.

8. ონკანის გადაადგილებისგან თავის შეკავება

მიუხედავად იმისა, რომ საშხაპის გადაადგილება კარგი იდეაა აბაზანის გასაუმჯობესებლად, ონკანის გადაადგილება დაკავშირებულია გაცილებით უფრო მეტ სამუშაოსთან და ხარჯებთან, შესაბამისად, ეცადეთ ოთახის ახალი დიზაინი ონკანის შემოვლით შექმნათ.

9. დაჟანგული მილები


მილების ჟანგვა საზიანოა არამხოლოდ მოწყობილობისათვის, არამედ ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იმის მიუხედავად, რომ ონკანის ადგილის შეცვლა არ არის რეკომენდირებული, მნიშვნელოვანია, რომ შეცვალოთ მისი ამგები მილები.

10. ფერების დამატება

აბაზანის ერთ ფერში აგება ხშირად ვერ იწვევს აღფრთოვანებას და იაფფასიანობის შეგრძნებას ტოვებს. ესაა პრობლემა, რომლის მოგვარებაც მარტივად შესაძლებელია. რომელიმე მკვეთრი ფერის დიზაინში შეტანა მისცემს ოთახს დამატებით ეფექტს და ერთგვარად დაუკარგავს უბრალოების შეგრძნებას.

11. სვეტის დიზაინი კედლებზე


როგორც წინა პუნქტში აღვნიშნეთ, ფერის შეტანა ინტერიერში მნიშვნელოვანია. ერთ–ერთი საუკეთესო ფორმა ამის მისაღწევად განსხვავებული ფერის სვეტების შეტანაა კედლის დიზაინში. ამ ფორმით ოთახი უფრო მაღალი გამოჩნდება და კვლავ სძენს მას სიდიდის შეგრძნებას.

12. გამწოვების შეკეთება


საბოლოოდ, უმნიშვნელოვანესია სააბაზანოში იდეალურად მომუშავე გამწოვების არსებობა ჯანმრთელობისთვისა და სისუფთავისთვის. რემონტის შემთხვევაში არ დააკლოთ ყურადღება მათ გამოკვლევასა და შეკეთებას.