12 ტრენდული ფერი, რომელიც წელს ინტერიერის დიზაინში უნდა გამოიყენოთ

საქართველოს ბანკის რემონტის სესხი კვლავ ძალაშია. შეგახსენებთ, რომ ამ სესხით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელი ისეთ ხელსაყრელ პირობებს მიიღებს, როგორიცაა საკრედიტო შენატანის დაზღვევა და სესხის გამოტანის გამარტივებული პროცესი. სანამ სესხის პირობებს უფრო დეტალურად გაეცნობოდეთ, “თორმეტი” ეცდება თქვენი ახალი ინტერიერისთვის საუკეთესო ფერთა ტრენდების გაცნობას.

დეტალური ინფორმაცია საქართველოს ბანკის რემონტის სესხის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე gaaremonte.ge

1. ნატურალური ტონები

ღია ყავისფერი, რბილი თეთრი, ხავსისფერი მწვანე და ღია ლურჯი ის ფერებია, რომლებიც თანდათან უფრო იმკვიდრებენ ადგილს თანამედროვე ინტერიერის დიზაინში. ეს სამი ფერი ნებისმიერ ოთახში კომფორტისა და სივრცის შეგრძნებას ქმნის, მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც საოფისე ოთახებში, ისე სამზარეულოში.

2. ცოცხალი ფერები

21–ე საუკუნეში მინიმალიზმს ინტერიერშიც დიდი ადგილი უჭირავს, თუმცა ამ სტილის პირობებშიც შესაძლებელია მრავალფეროვნების შეგრძნების მიღწევა, რაც სწორედ ერთი ცოცხალი, “მყვირალა” ფერის დამატებით მიიღწევა. ამ ეფექტს ხშირად ლალისფერი წითლითა და ნეონ–ლურჯით აღწევენ.

3. “ოპტიმისტური ფერები”

ოპტიმისტური ფერები იმ პალეტის სახელია, რომელიც Behr–მა 2021 წლის მთავარ ტრენდად დაასახელა. ის მოიცავს ისეთ ფერებს, როგორებიცაა  ხასხასა იისფერი, ღია მწვანე და ზღვის ფერები. მათი საშუალებით ოთახის ატმოსფერო უფრო სასიამოვნოა, ასეთი ოთახები კი განწყობაზე განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს.

4. ძვირფასი ქვების ფერები

მუქი ფერები, რომლებიც, ძირითადად, ძვირფას ქვებს ახასიათებს ინტერიერში 2021 წელს უფრო ხშირად გვხვდება. მუქი ყავისფერი, იასამნისფერი და წითელი ის ფერებია, რომლებიც დიზაინს უფრო ეფექტურს ხდის და მთელი ოთახის ატმოსფეროს ცვლის. ეს ფერები მეტწილად კიბეებსა და ფანჯრების მიდამოებში გამოიყენება.

5. ლითონის ფერები

ლითონის ფერების ნეიტრალურ ფერებთან შერწყმა განსხვავებული ეფექტის მიღწევის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა. ლითონის ტონებს მარტივად შეაქვს განსხვავებული გრძნობა ოთახში, ზრდის განათების მნიშვნელობას და დასამახსოვრებელს ხდის თითოეული მნახველისათვის.

6. თეთრი ნაცრისფრის ნაცვლად

თეთრი ფერის სხვადასხვა ტონების გამოყენება საუკეთესო საშუალებაა თითოეულ გამორჩეულ ტრენდთან ნეიტრალური ფერის შერწყმისთვის. რბილი თეთრი, ისევე როგორც კრემისფერი ხელს უწყობს ნატურალური ფერებით აწყობილი დიზაინის ერთგვარად “შეკვრას”.

 7. ყვითელი ფერი

თბილ ყვითელ ფერს ინტერიერში ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობა შეაქვს, ეს არაა ის ფერი, რომელსაც ყოველ სახლში შეხვდებით, შესაბამისად, მისი საშუალებით ოთახი მარტივად ხდება გამორჩეული. ეს ფერი კომფორტის შეგრძნებას ჰბადებს, რაც თითოეული ბინისთვის აუცილებელია.

8. პრიალა ზედაპირების ეფექტი

პრიალა ზედაპირები, განსაკუთრებით კი კედლები ხშირი არჩევანი არაა, თუმცა მათი გამორჩეული ხასიათი აშკარაა. თეთრით, ღია ცისფრითა და იასამნისფრით შექმნილი მსგავსი კედლები განსაკუთრებით ოფისებში გამოიყენება.

9. პატერნები

როგორც უკვე ვახსენეთ, დღევანდელ სამყაროში, ძირითადად, მინიმალიზმს ენიჭება უპირატესობა, თუმცა მაქსიმალიზმის მოყვარულებისთვისაცაა გამორჩეული ტრენდები. მათ შორისაა პატერნები, რომლებიც ფერთა საკმაოდ უცნაური შერწყმითაა მიღებული. ორი ან სამი ისეთი ფერის გამოყენება, რომლებიც ერთმანეთის გვერდით იშვიათად გვხვდება ქმნის როგორც ექსცენტრულ, ისე სასიამოვნო ხასიათს.

10. ძირითადი ფერები

ძირითადი ფერების მათთვის დამახასიათებელი ტონებით გამოყენება ინტერიერის დიზაინში აქამდე საკმაოდ იშვიათი იყო, თუმცა წითლისა და ლურჯის შერწყმა ოთახში, განსაკუთრებით კი ავეჯსა და ოთახისთვის აუცილებელ სხვა ნივთებში გამორჩეულ, დაუვიწყარ ეფექტს ქმნის.

11. ატმისფერი

ვარდისფერი და ნარინჯისფერი ინტერიერში იშვიათი არაა, თუმცა მათი ატმისფერი ელფერით ჩანაცვლება საინტერესო დამატებაა, რომელიც ოთახისთვის ერთგვარი გამაცოცხლებელი ხდება. მისი სასიამოვნო აღქმა ოთახსაც უფრო კომფორტულსა და მშვიდს ხდის.

12. კონტრასტულობა

მოულოდნელი ფერების ერთმანეთთან შერწყმით ყოველთვის ძალიან ეფექტური შედეგი მიიღება, თუმცა მათი წარმატებით შერჩევა საფრთხილო საკითხია. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი მკვეთრი ლურჯისა და ყვითლის, ისევე როგორც იისფერისა და ყვითლის შერევაა. სწორედ მათი კონტრასტულობა ხდის დიზაინს განსაკუთრებით საინტერესოს.