ჰილმა აფ კლინტი – ევროპის პირველი აბსტრაქციონისტი მხატვარი

1944 წლის შემოდგომაზე, 81 წლის ჰილმა აფ კლინტი გარდაცვალების შემდეგ ტოვებს 1300-ზე მეტ ნამუშავარს და ანდერძს, სადაც წერს, რომ ღრმად სწამს, რომ მის შემოქმედებას იმდროინდელი საზოგადოება ვერ გაიგებს, იგი მოითხოვს ნამუშევრები მისი გარდაცვალებიდან 20 წელიწადში გამოაქვეყნონ, რადგან მომავლისთვისაა  შექმნილი. 

ჰილმა აფ კლინტი 1862 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა სტოკჰოლმში. ბავშვობიდან ხელოვნებით დაინტერესებულმა ჰილმამ, მალევე შეისწავლა პორტრეტებისა და ნატურმორტების ხატვა. მოგვიანებით, ის ერთ–ერთი პირველი ქალი იყო, რომელმაც სამეფო სამხატვრო აკადემია წარმატებით დაამთავრა 1887 წელს. მან მალევე მოიხვეჭა სახელი როგორც წარმატებულმა მხატვარმა სტოკჰოლმში, იყო შვედი ქალი მხატვრების ასოციაციის წევრი და ცხოვრების ამ ეტაპზე, მხატვარი მხოლოდ ნატურალისტურ ნამუშევრებს აქვეყნებდა.

(Eftersommar) “გვიანი ზაფხული”, აფ კლინტის ადრეული ნატურალისტური  ნამუშევარი, რომელიც 1903 წელს გამოაქვეყნა.

ცხოვრების ერთ-ერთ ეტაპზე ჰილმა  სპირიტუალიზმით, ფილოსოფიითა და თეოსოფიით დაინტერესდა. 1896 წელს სხვა ქალებთან ერთად, რომლებიც მის შეხედულებებს იზიარებდნენ, იყო ასოციაციის “ხუთეულის” (The five/ De fem) წევრი. ცხოვრების სხვა თვალით დანახვამ იმოქმედა მის შემოქმედებაზეცჰილმამ ხელოვნების ისტორიაში პირველად გამოიყენა რადიკალურად აბსტრაქცია, 1906-1915 წლებში შექმნა პირველი აბსტრაქტული ნახატების სერია ნახატები ტაძრისთვის” ( The paintings for the temple).   იგი იყენებს ფერთა შეხამებას და აბსტრაქტულ ფორმებს თავისი მისტიური ხედვის გადმოსაცემადმისი მიზანი ნახატებში ასახული იდეები იყო.

‘A cartographer of the spirit’: ჰილმა აფ კლინტი სამეფო სამხატვრო აკადემიაში, სტოკჰოლმი 1885წ (Photograph: Courtesy of Stiftelsen Hilma af Klint)

კრებულში “ნახატები ტაძრისთვის” 193 ნამუშევარი შედის, რომლებიდანაც სიცოცხლეში არცერთი გამოუქვეყნებია. ჰილმა მუდმივად აგრძელებდა თვითგანვითარებას, ცხოვრების ბოლოს 1200 ნახატი, 100 ტექსტი და დღიურის ჩანაწერების 26000 გვერდი გამოუქვეყნებელი დატოვა.

Notebook, July 2–11, 1919; Credits to University of Chicago Press

ჰილმა ხვდებოდა, რომ მისი ნამუშევრები სიახლე იყო იმ დროისთვისის თვლიდარომ საზოგადოება მზად არ იყო მათ სანახავად და მისი ნახატები მომავალში დაიმკვიდრებდნენ თავს. 1986  წელს  ლოს  ანჯელესში  პირველად  გამოქვეყნდა  მისი შემოქმედებარასაც საზოგადოების დიდი ყურადღება მოჰყვა. მოგვიანებით, 2013 წელსსტოკჰოლმში, გამოფენაზე  აბრსტაქციის პიონერი”, ჰილმა აფ კლინტის  ნამუშევრებმა  საერთაშორისო  აღიარება მოიპოვა. 

ჰილმა აფ კლინტის აბრსტრაქტული ნახატების პატარა ნაწილი აქვე შეგიძლიათ იხილოთ