“ჯადოსნური ცხოველების” მესამე ნაწილს “დამბლდორის საიდუმლოები” ერქმევა

„ჯადოსნური ცხოველების“ ფრენჩაიზის მესამე ფილმს „დამბლდორის საიდუმლოები“ (The Secrets of Dumbledore) ერქმევა. ფილმის გადაღებები ჯერ კიდევ 2020 წლის პირველ ნაწილში დაიწყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაღებები შეჩერდა და მხოლოდ 2020 წლის სექტემბერში განახლდა. ამას დაემატა ჯონი დეპის სკანდალი, მისი როლიდან მოხსნა და მადს მიკელსენით ჩანაცვლება, რამაც ფილმის გამოსვლის თარიღი 2022 წლის 15 ივლისამდე გადასწია. ფილმის გამოსვლის საბოლოო თარიღად 2022 წლის 15 აპრილია ნავარაუდები.

„დამბლდორის საიდუმლოებში“ ახალგაზრდა პროფესორი ალბუს დამბლდორი (ჯუდ ლოუ) ძლიერი ბნელი ჯადოქრის, გრინდელვალდის გეგმის შესახებ გაიგებს და დახმარებას ნიუტ სკამანდერს (ედი რედმეინი) სთხოვს. სკამანდერი პატარა ჯგუფთან ერთად მისიაზე მიდის, რომლის დროსაც როგორც გრინდელვალდის მიმდევრებთან, ასევე ძველ და ახალ ჯადოსნურ ცხოველებთან გამკლავება მოუწევს.

Photography from “Fantastic Beasts and Where to Find Them”

ფრენჩაიზის პირველი ფილმი „ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“ ეკრანებზე 2016 წელს გამოვიდა, ხოლო მეორე ფილმი „ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაულები“ – 2018 წელს. ფილმები ჯ.კ. როულინგის პერსონაჟზე, ნიუტ სკამანდერზეა დაფუძნებული და სხვადასხვა ასაკის მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.