Fortnite x Balenciaga – ახალი გახმაურებული კოლაბორაცია

თამაშმა “Fortnite” და ბრენდმა “Balenciaga” ახალი კოლაბორაცია გამოუშვეს. კოლაბორაცია ორი ნაწილისგან შედგება: ვირტუალურისგან და რეალურისგან. ვირტუალური ნაწილი მოიცავს თამაშში დამატებულ ოთხ პერსონაჟს, რომლებიც Balenciaga-ს ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილი და მათი შეძენა Fortnite-ის მოთამაშეებს შეზღუდული დროით შეეძლოთ. კოლაბორაციის ფიზიკური ნაწილი კი Balenciaga-ს მიერ გამოშვებული მაისურები, პერანგები, ქუდები და სხვადასხვა ტანისამოსია წარწერით: “Fortnite Balenciaga”. მათ შორის არის ჰუდიც, რომელიც თამაშის პერსონაჟ ძაღლს აცვია.

Fortnite 2017 წელს Epic Games-ის მიერ გამოშვებული ონლაინ თამაშია, რომელმაც გამოშვებისთანავე საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა და ერთ წელზე ნაკლებ დროში 125 მილიონამდე მოთამაშე მოაგროვა, ხოლო Balenciaga 1919 წელს შექმნილი ესპანური მოდის სახლია, რომლის ამჟამინდელი კრეატიული დირექტორი, 2015 წლიდან, ქართველი ცნობილი დიზაინერი დემნა გვასალიაა.

Balenciaga-სთვის და Epic Games-ისთვის ეს პირველი კოლაბორაცია არ არის. მოდის სახლმა თავისი ახალი კოლექცია 2020 წელს სწორედ Epic Games-ის მიერ შექმნილი თამაშით წარადგინა. “Fortnite x Balenciaga” Balenciaga-ს ოფიციალურ ვებსაიტზეა ხელმისაწვდომი.