Undercurrent ღონისძიებაა, რომლის დებიუტი 9 სექტემბერს შედგა და მალევე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. მის შექმნაში ორმოცზე მეტი ცნობილი ხელოვანი მონაწილეობდა, რომელთა შორისაც არიან – Grimes, Bon Iver, The 1975, Miguel.

ღონისძიება კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა და მის ფარგლებში ბრუკლინში 11 აუდიოვიზუალური ინსტალაცია განთავსდა. აღსანიშნავია, რომ თითოეული ინსტალაცია გარემოსდაცვით არაკომერციულ ორგანიზაციებთან – Kiss The Ground (აკოცე მიწას), Ocean Conservancy (ოკეანის დაცვა) და Global Forest Generation (მსოფლიო ტყის თაობა) – თანამშრომლობით შეიქმნა.
ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, გამოფენის მიზანია წარმოადგინოს ისეთი ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ადამიანს ცვლილებების აუცილებლობას დაანახებს და ცხოვრების მნიშვნელობაზე დააფიქრებს. ხელოვანები ამ ყველაფერს განსხვავებული გზებით ცდილობენ. მაგალითად, კანადელი პროდიუსერი DJ Jayda G-მ სპეციალურად ღონისძიებისთვის ვიდეოთამაში შექმნა, რომელიც აგრარული სფეროს შენარჩუნების საკითხზე ორიენტირდება. მოთამაშე ორი ბილიკიდან ერთ-ერთს ირჩევს, რითაც ორ სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვხვდებით. ერთ შემთხვევაში ადამიანმა ბუნება დაივიწყა, რის გამოც სამყარო განადგურდა, მეორე შემთხვევაში კი – ადამიანი ზრუნავს გარემოზე და ყველაფერი ერთმანეთთან ჰარმონიაშია.

აღსანიშნავია ისიც, რომ გამოფენიდან მიღებული თანხის ნაწილი გარემოსდაცვით ორგანიზაციებს გადაეცემა.