ADHD-ით ცხოვრების ყოველდღიურობა ილუსტრაციებში

ADHD (Attention deficit hyperactivity disorder) ანუ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი ნეირობიოლოგიური დარღვევაა, რომელიც სხვადასხვა სიმპტომებით ხასიათდება. ADHD-ის დიაგნოსტირება მხოლოდ ფსიქოლოგს შეუძლია, რომელიც შესაბამის მკურნალობის კურსსაც დანიშნავს.

ADHD-სთან ყოველდღიური გამკლავება საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც უზარმაზარ ენერგიასა და დროს მოითხოვს. სხვა ადამიანების გამოცდილებისა და რჩევების გაზიარებით კი ეს ურთულესი პროცესი ბევრად მარტივდება. 

სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ ილუსტრაციებს Instagram გვერდიდან, რომელიც ADHD-ისთან დაკავშირებულ სირთულეებსა და მათთან გამკლავების გზებს უკავშირდება:

  • იმპულსურობა  ADHD-ის სიმპტომია, რომელიც შორიდან არც ისე პრობლემური ჩანს ხოლმე, თუმცა:
  • გულმავიწყობაც ADHD-ის  მნიშვნელოვანი და ცნობილი სიმპტომია:
  • ჰიპერაქტიულობა და გონებაგაფანტულობა ხანდახან ძალიან რთული გასამკლავებელია:
  • ენერგიისა და განწყობის სწრაფი ცვალებადობა ყოველდღიურ საქმეებშიც ხელის შემშლელია:
  • საყიდლების სია თუ დღის გეგმა ხანდახან ძალიან რთულად გასამკლავებელი:

 

  • ახალი ჰობი და ინტერესები, თავიდან უზომოდ ამაღელვებელია, თუმცა მალევე მოსაწყენი ხდება ხოლმე:
  • ზრდასრულ ასაკში, გამოცდილებასთან ერთად, სიმპტომებთან გამკლავება შედარებით მარტივდება, თუმცა ხშირად ისევ პრობლემურია:
  • დიაგნოზირების შემდეგ ADHD-ის პრობლემურობასთან ერთად ცხოვრება ბევრად იოლდება, რასაც სიმპტომებზე და მათთან გამკლავების გზებზე მეტად ინფორმირებულობა განაპირობებს: 

 

ADHD-ის სიმპტომები (როგორიცაა გულმავიწყობა, გონებაგაფანტულობა, ხასიათის უცაბედი ცვალებადობა) ძალიან ფართოდ შეიძლება იქნას გაგებული, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ დიაგნოზირება და სამკურნალო კურსის დანიშვნა მხოლოდ შესაბამისის სპეციალისტების, ფსიქოლოგების მიერ ხდება.