რჩევები, თუ როგორ გავხადოთ სახლი ბავშვებისათვის უსაფრთხო

საქართველოს ბანკის რემონტის სესხის შეთავაზება ჯერ კიდევ ძალაშია. სესხის აღების შემთხვევაში თქვენ გეძლევათ პროცენტის შემცირებისა და საკრედიტო შენატანის დაზღვევის შესაძლებლობები. სესხის პირობებს დეტალურად საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ, მანამდე კი „თორმეტი“ რამდენიმე რჩევას მოგცემთ, რათა სახლი ბავშვებისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახადოთ.

 

დეტალური ინფორმაცია საქართველოს ბანკის რემონტის სესხის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე gaaremonte.ge

 

  1. ჩართეთ ბავშვები დეკორაციების არჩევისას

ცხადია, პრაქტიკული მოწყობილობების შერჩევაში მცირეწლოვანი შვილები ვერ დაგეხმარებიან, თუმცა კარგი იქნება, თუ მათ ორიგინალურობასა და კრეატივს დეკორაციების არჩევისას გამოიყენებთ. ამით სახლს უფრო ფერადს გახდით და, ამავდროულად, ბავშვებსაც მნიშვნელოვნად აგრძნობინებთ თავს.

 

  1. გამოუყავით ბავშვებს საკითხავი კუთხე

ბავშვისათვის განათლება და დასვენება ერთნაირად აუცილებელია. რემონტის დაგეგმვისას შეგიძლიათ სახლში ისეთი კუთხე მოაწყოთ, სადაც ბავშვი ერთდროულად იმეცადინებს და დაისვენებს. მაგალითისთვის, ასეთ შემთხვევაში რბილი დასაჯდომები, ე.წ. „პუფები“ შეგიძლიათ გამოიყენოთ.

 

  1. გაამდიდრეთ სახლი მცენარეებით

მცენარეების ოთახებში დადგმა არა მხოლოდ დიზაინის შესაცვლელად, არამედ ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. ცხადია, მცენარეები ჟანგბადის შეუცვლელი წყაროა და, ამასთან, ბავშვების გონებაზე დადებით გავლენას ახდენს.

 

  1. დაუყენეთ კიბეს მოაჯირები

თუკი თქვენ სახლს მეორე სართული ან სარდაფი აქვს, კიბეზე ბავშვებისათვის უსაფრთხო მოაჯირების დაყენება არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეთ. მოაჯირის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ყველა ის დეტალი, რომლის საშუალებითაც ბავშვმა შეიძლება თავი დაიზიანოს და მაქსიმალურად სცადოთ, მათი ჩასწორება არ გამოგრჩეთ.

 

  1. არ დააგოთ ერთიანი პარკეტი

თუ მცირეწლოვანი შვილი გყავთ, თქვენთვის ალბათ ცხადია, რომ ბავშვებს იატაკის დასვრა უბადლოდ გამოსდით. იმ შემთხვევაში, თუ ერთიანი პარკეტის ნაცვლად კვადრატულ ფილებს დააგებთ, ჭუჭყიანი ნაწილების გაწმენდა და, პოტენციურად, შეცვლა ბევრად უფრო ადვილი იქნება.

 

  1. არ დაგავიწყდეთ სათავსოები

როცა სახლში ბავშვები არიან, ნებისმიერ დროს შეხვდებით არასწორ ადგილზე დადებულ სათამაშოსა თუ ტექნიკას. სათავსო ოთახებისა და კარადების საშუალებით შეგიძლიათ, ბავშვების ნივთებს თავისი ადგილი მიუჩინოთ.

 

  1. იყიდეთ ავეჯი მომრგვალებული ბოლოებით

პატარები ცდილობენ, სახლსა და სახლის გარეთ ყველაფერს მოედონ. თუკი ავეჯს წაწვეტებული ბოლოები აქვს, მეტი შანსია, ბავშვმა თავი დაიზიანოს. ამის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ ისეთი ავეჯის შეძენას, რომელიც უფრო რბილია და დაბოლოებებიც შედარებით გლუვი აქვს.

 

  1. დააყენეთ კარის ბევრი საკეტი

კარებსა და კარადებზე საკეტების დაყენება ბავშვებს არასაჭირო ადგილებს მოარიდებს. ამასთან, ბავშვები ნივთებსა და მოწყობილობებს ნაკლებად დაკარგავენ, ხოლო პატარა ზომის საგნების ჩაკეტვის შემთხვევაში არც მათ გადაყლაპვაზე გექნებათ სანერვიულო.

 

  1. დაუთმეთ ბავშვებს ცალკე ოთახი

თუკი თქვენი სახლი საკმარისად დიდია იმისთვის, რომ შვილებისათვის ცალკე ოთახი გამოყოთ, ამ შესაძლებლობის გამოყენებას გირჩევთ. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს საძინებელი თუ სათამაშო ოთახი,  რადგან განცალკევებული სივრცე ბავშვებსაც და თქვენც პირადულობის სურვილს დაგიკმაყოფილებთ.

 

  1. დაარეგულირეთ მოწყობილობები ბავშვის სიმაღლეზე

სააბაზანოსა და საძინებელ ოთახში, იქ, სადაც ბავშვს ხშირად უწევს ყოფნა, სასურველია, საჭირო ადგილები ბავშვისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი. უმჯობესი იქნება, თუ პირსახოცებს შედარებით დაბლა დაკიდებთ, ონკანთან კი ბავშვისთვის უსაფრთხო პლატფორმას დადგამთ.

 

  1. გამოყავით ადგილი ღია ცის ქვეშ

თუკი თქვენს სახლს კერძო ეზო აქვთ, მის ისე მოწყობას შეეცადეთ, რომ ბავშვმა გარეთ რაც შეიძლება ბევრი დრო გაატაროს. ეს უკეთესი იქნება ბავშვის ჯანმრთელობისთვისაც და ახალგარემონტებულ სახლსაც დასვრისა და არევის ნაკლებ საფრთხეს შეუქმნის.

 

  1. დააყენეთ უსახელურო უჯრები

ბავშვები კარადებსა და უჯრებს მაშინ უფრო ხშირად აღებენ, როცა მათ ხელის მოსაკიდებელი აქვთ. ამიტომ უმჯობესია, თუ ისეთ კარადებსა და უჯრებს შეიძენთ, რომლებიც ჰორიზონტალური გასრიალებითა და მიჭერით იღება.