ბრენდი კარლაილის ახალი ალბომის პრემიერა შედგა

ამერიკელმა მუსიკოსმა და პროდიუსერმა, ბრენდი კარლაილმა, ახალი, მეშვიდე სტუდიური ალბომი გამოუშვა. ალბომს ,,In These Silent Days’’ ჰქვია და მთლიანობაში ათ კომპოზიციას მოიცავს. ალბომის პრემიერა ჯერ კიდევ 2021 წლის ივლისში დაანონსდა, სიმღერა Right On Time კი, სულ რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა, რომლის მუსიკალური ვიდეოც ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, კორტნი კოქსმა, გადაიღო. 

ბრენდი კარლაილი არაერთი გრემის ჯილდოს მფლობელი 40 წლის მუსიკოსია, რომელიც ადრეული 2000-იანი წლებიდან ტყუპ ძმებთან, ფილ და ტიმ ჰენსეროტებთან ერთად მუშაობს. შვიდი სტუდიური ალბომის გარდა, ბრენდის არაერთი არაერთ მუსიკოსთან ჰქონია კოლაბორაცია, მათ შორის ელტონ ჯონთან, ჯონი მიტჩელთან, ტანია ტაკერთან და დოლი პარტონთან. 

,,In These Silent Days’’ სხვა ალბომებისგან გამოხატვის შედარებით თავისუფალი ფორმით განსხვავდება, ამ ალბომში წარმოდგენილი სიმღერები, როგორც მუსიკოსი აღნიშნავს, რამე მეტაფორულ მნიშვნელობას არ ინახავს, რაც ბრენდისა და ჰენსეროტებისთვის საკმაოდ დამახასიათებელია. სხვა მხრივ, ჟანრობრივი მრავალფეროვნება და მელოდიების ულამაზესი ჰარმონიზება ახალ ალბომშიც შესამჩნევია. 

ახალი ალბომი ხელმისაწვდომია ბრენდი კარლაილის ოფიციალურ Youtube გვერდზე, iTunes-ზე, AmazonMusic-ზე, Spotify-სა და სხვა პლატფორმებზე.