ვივიენი ვივიენის ობიექტივიდან

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ფოტოგრაფი, ვივიენ მეიერი, 2007 წელს სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს. ახალგაზრდა მკვლევარმა, ჯონ მალუფმა, ვივიენის ფირები აუქციონზე შეიძინა და შემდეგ მათი გამჟღავნება, დასკანერება და ინტერნეტში ატვირთვა დაიწყო. ვივიენის შესანიშნავი ნამუშევრებმა სულ მალე მთელი ინტერნეტ სივრცე მოიცვა. 

2013 წელს ჯო მალუფმა სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო ვივიენ მეიერის იდუმალი და უზომოდ სიანტერესო ცხოვრების შესახებ, რომელიც მოგვიანებით ოსკარების 2015 წლის დაჯილდოებაზე იყო წარგდენილი. დოკუმენტური ფილმების მოყვარულთათვის, თუ ფოტოგრაფიით დაინტერესებულთათვის, ეს ფილმი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნება.

 

ვივიენ მეიერის მრავალფეროვანი ნამუშევრებიდან, მისი ავტოპორტრეტები უდავოდ გამორჩეული ნაწილია. ამ სურათებში ძალიან საინტერესოდ ჩანს შინაგანი სამყაროს ვივიენისეული აღქმა – რამდენიმე ნამუშევარში ვივიენი ცდილობს ერთდროულად საკუთარი თავი რამდენიმეჯერ ,,მოიხელთოს’’. ასევე საინტერესოა ფოტოგრაფის მიერ აღქმული ჩრდილი და თითქოს ჩრდილის მეშვეობით დაფიქსირებული ვივიენი გარემოში.