HBO Max-მა ,,სამეფო კარის თამაშების” პრიქუელის ტრეილერი გამოუშვა

5 ოქტომბერს HBO Max-მა ახალი სერიალის House Of The Dragons-ის ტრეილერი გამოუშვა. ცნობილია, რომ ახალი სერიალი ტელეკრანებზე 2022 წელს გამოვა. House Of The Dragons ცნობილი სატელევიზიო შოუს, ,,სამეფო კარის თამაშების’’ (Game of Thrones) პრიქუელი იქნება, რომლის სცენარიც სპეციალურად სერიალისთვის დაიწერა ჯ.რ.რ. მარტინის თანაავტორობით. სცენარზე მუშაობდნენ ასევე ის ადამიანები, რომლებმაც ,,სამეფო კარის თამაშებში’’ არაერთი ცნობილი ეპიზოდი გადაიღეს. 

House Of The Dragons-ის სიუჟეტური მოქმედება ,,სამეფო კარის თამაშებზე’’ 200 წლით ადრე ვითარდება და ტარგარიანების საგვარეულოს შესახებ მოგვითხრობს. 

მსახიობების ჯგუფი საკმაოდ მრავალფეროვანია და არაერთი ცნობილი სატელევიზიო გადაცემის ქასთის წევრებს მოიცავს –  The Outsider, It’s a Sin, Nurse Jackie, The Crown და სხვ.